| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი(GBC) - 2022 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.0 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 18.1% შეადგინა. ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია უმუშევრობის დონე 2018-2022 წლებში კვარტალების მიხედვით:
მეორე კვარტალში წინა
წლის შესაბამის
პერიოდთან შედარებით
დაქირავებულთა რიცხოვნობა
გაიზარდა 36.2 ათასი კაცით
(4.4%) და 867.9 ათასს მიაღწია,
ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა
19.4 ათასით გაიზარდა (5.1%) და 401.2 ათასი შეადგინა.
ამავე პერიოდში
უმუშევართა რაოდენობა
შემცირდა 63.0 ათასით (18.3%) და 281.6 ათასი შეადგინა.
2022 წლის მეორე კვარტალში
წინა კვარტალთან
შედარებით დაქირავებულთა რიცხოვნობა
გაიზარდა 50.2 ათასი კაცით
(6.1%), თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა გაზრდილია
18.9 ათასით (4.9%), ხოლო უმუშევართა
რიცხოვნობა 8.1 ათასითაა (2.8%) შემცირებული.
ამ პერიოდში სამუშაო ძალის
მონაწილეობის დონე
(სამუშაო ძალის
წილი 15 წლის
და უფროსი
ასაკის მოსახლეობაში)
წინა წლის
შესაბამის პერიოდთან
შედარებით 0.1 პროცენტული პუნქტით
გაიზარდა და
51.5%-ით განისაზღვრა,
ხოლო დასაქმების
დონე 2.1 პროცენტული პუნქტით
გაიზარდა და
42.2% შეადგინა.
სამუშაო ძალის
მონაწილეობის დონე,
ქალაქის ტიპის
დასახლებებში შემცირებულია
1.6 პროცენტული პუნქტით, ხოლო
სოფლის ტიპის
დასახლებებში 2.3 პროცენტული პუნქტითაა
გაზრდილი. დასაქმების
დონე გაიზარდა
როგორც ქალაქის
ტიპის (0.9 პრცენტული პუნქტით),
ისე სოფლის
ტიპის (3.7 პროცენტული პუნქტით)
დასახლებებში და
შესაბამისად 42.8% და 41.4% შეადგინა.
ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია სამუშაო ძალის მონაწილეობის დონისა და დასაქმების დონის მაჩვენებლები 2018-2022 წლებში კვარტალების მიხედვით:
უმუშევრობის დონე ტრადიციულად
მაღალია კაცებში,
ქალებთან შედარებით.
2022 წლის II კვარტალში, წინა
წლის შესაბამის
პერიოდთან შედარებით,
აღნიშნული მაჩვენებელი
ქალებში შემცირებულია
3.8 პროცენტული პუნქტით, ხოლო
კაცებში - 4.0 პროცენტული პუნქტით.
სამუშაო ძალის
მონაწილეობის დონე
ქალებთან შედარებით
მაღალია კაცებში.
2022 წლის II კვარტალში აღნიშნული
მაჩვენებელი ქალებში
40.8%, ხოლო
კაცებში 64.2%-ს შეადგენდა. წინა
წლის შესაბამის
პერიოდთან შედარებით
სამუშაო ძალის
მონაწილეობის დონე
ქალებში გაზრდილია
0.1 პროცენტული პუნქტით, ხოლო
კაცებში - 0.5 პროცენტული პუნქტით.
2022 წლის II კვარტალში,
წინა წლის
შესაბამის პერიოდთან
შედარებით, დასაქმების
დონე გაზრდილია
როგორც ქალებში,
ასევე კაცებში
შესაბამისად 1.6 და 2.9 პროცენტული პუნქტით.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss