| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - 2022 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ $10.2 მლრდ შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 35.3%-ით მეტია. აქედან ექსპორტი $3.1 მლრდ შეადგენს (36.4%-ით გაიზარდა), ხოლო იმპორტი $7.1 მლრდ (34.8%-ით მეტია). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2022 წლის იანვარივლისში, $4 მლრდ შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.1%-ია. საქართველოს საგარეო ვაჭრობაში ჩამოყალიბებულ ზოგად ტენდენციებს ასახავს გრაფიკული გამოსახულება, 2017-2022 წლების დინამიკური მწკრივის მიხედვით:
ქვემოთ მოცემული დიაგრამა გვიჩვენებს ქვეყნების ჯგუფების წილს საქართველოს მთლიან ექსპორტსა და იმპორტში:
2022 წლის იანვარ-ივლისში ათი
უმსხვილესი საექსპორტო
ქვეყნის წილმა
საქართველოს მთლიან
ექსპორტში 79.6% შეადგინა. უმსხვილესი
საექსპორტო სამეული
შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:
ჩინეთი ($475.6 მლნ.), აზერბაიჯანი
($351.5 მლნ.) და
რუსეთი ($339.1 მლნ).
ამ პერიოდში
ათი
უმსხვილესი საიმპორტო
პარტნიორი ქვეყნის
წილმა საქართველოს
მთლიან იმპორტში
66.4% შეადგინა. პირველ
სამეულში შედის:
თურქეთი ($1.2მლრდ) რუსეთი ($874.9 მლნ.) და
ჩინეთი ($619.0 მლნ.).
იანვარ-ივლისში ათი
უმსხვილესი სავაჭრო
პარტნიორი ქვეყნის
წილმა საქართველოს
მთლიან საგარეო
სავაჭრო ბრუნვაში
68.8 % შეადგინა. ქვეყნის
უმსხვილესი სავაჭრო
პარტნიორები არიან:
თურქეთი ($1.5მლრდ), რუსეთი
($1.2მლრდ) და
ჩინეთი ($1.1 მლრდ).
სასაქონლო
ჯგუფებიდან საექსპორტო
ათეულში პირველი
ადგილი სპილენძის
მადნებმა და
კონცენტრატებმა დაიკავა
$621.0 მლნ, რაც
მთელი ექსპორტის
20%-ს შეადგენს. მეორე ადგილს
იკავებს მსუბუქი
ავტომობილები $370.8 მლნ. (მთლიანი
ექსპორტის 12.0%), ხოლო
მესამე ადგილზეა
ფეროშენადნობები $354.3 მლნ. (11.4%).
უმსხვილესი საიმპორტო
სასაქონლო ჯგუფი
2022 წლის იანვარ-ივლისში
წარმოდგენილი იყო
მსუბუქი ავტომობილების სახით,
რომლის იმპორტმა
$759.7 მლნ. და
მთელი იმპორტის
10.7 % შეადგინა. მეორე
ადგილს იკავებდა
ნავთობი და
ნავთობპროდუქტები $718.8 მლნ. (იმპორტის
10.1%),
ხოლო მესამე
ადგილზეა სპილენძის
მადნები და
კონცენტრატები $490.9 მლნ. (იმპორტის
6.9%).
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss