ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
საუკეთესო მობილური აპლიკაცია ბიზნესისთვის - საქართველოს ბანკი Global Finance-მა საუკეთესოდ დაასახელა
19 აგვისტო, 2022, 12:52
საუკეთესო მობილური აპლიკაცია  ბიზნესისთვის - საქართველოს ბანკი Global Finance-მა საუკეთესოდ დაასახელა

თბილისი (GBC) - საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაცია ბიზნესისთვის საუკეთესოდ აღიარა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.

 

„საუკეთესო ციფრულ ბანკებად დასახელდნენ ის ფინანსური ინსტიტუტები, რომლებმაც ძალისხმევა არ დაიშურეს, რათა მომხმარებლისთვის  გაუმჯობესებული პროდუქტები და სერვისები დაენერგათ. სწორედ ამიტომაც არიან მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკებად აღიარებული Global Finance-ის მიერ“,- თქვა ჯოზეფ ჯარაპუტომ, Global Finance-ის დამფუძნებელმა და მთავარმა რედაქტორმა.

 

„მოხარული ვართ რომ საქართველოს ბანკის ძალისხმევა, გაუმარტივოს ბიზნესს ყოველდღიური ოპერაციები და მას ახალი ციფრული შესაძლებლობები შესთავაზოს, არ დარჩა ისეთი საერთაშორისო გამოცემის ყურადღების მიღმა, როგორც  Global Financ-ია. ამაყები ვართ რომ მსოფლიო საუკეთესო ციფრულ ბანკებს შორის ჩვენი მობილური აპლიკაცია ბიზნესისთვის საუკეთესოდ დასახელდა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. ეს გვაძლევს კიდევ უფრო მეტ მოტივაციას არ გავჩერდეთ და ბიზნესს კიდევ უფრო მეტი ინოვაციური, მათ სურვილებსა და საჭიროებებზე მორგებული სერვისი თუ პროდუქტი შევთავაზოთ“,- განაცხადა გიორგი ვახტანგიშვილმა, საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ.

 

გამარჯვებული ბანკები გამოვლინდნენ შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე: მომხმარებელთა მოზიდვისა და ციფრული გამოცდილების სტრატეგიის სიძლიერე, მიმზიდველი ციფრული შეთავაზებები, ციფრული მომხმარებლების ზრდა, პროდუქტის შეთავაზებების ფართო არჩევანი, ციფრული ინიციატივებიდან მიღებული ხელშესახები შედეგები მომხმარებლისთვის, ვებგვერდისა და მობილური აპლიკაციების  მოხერხებული ფუნქციონალი და  დიზაინი. გამარჯვებული ბანკები შეირჩა აფრიკიდან, აზიის, წყნარი ოკეანის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ლათინური ამერიკის, ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ ამერიკისა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან. საუკეთესო ციფრული ბანკები შეირჩნენ Global Finance-ის რედაქტორების, ტექნოლოგიებისა და აუთსორსინგის მსოფლიო ლიდერის, Infosys-ის მსოფლიო დონის ჟიურის წევრების  მიერ.  

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები