ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
რუსეთ–ყაზახეთის დაძაბულობა – კრემლმა ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირება ისევ შეწყვიტა
22 აგვისტო, 2022, 11:09
რუსეთ–ყაზახეთის დაძაბულობა – კრემლმა ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირება ისევ შეწყვიტა

თბილისი (GBC)მოსკოვმა წლის დასაწყისიდან უკვე მეოთხედ შეწყვიტა ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირება ნოვოროსიისკის პორტის გავლით. ნიშანდობლივია, რომ ეს გადაწყვეტილება კრემლში პუტინი–თოყაევის სოჭში გამართული შეხვედრის წინა დღეს მიიღეს.

როგორც სააგენტო Reuters-ს პროცესებში გარკვეულმა ორმა წყარომ განუხადა, კასპიის მილსადენის კონსორციუმმა ყაზახეთის 3–დან ორ გადასატვირთ ბაქანზე შეწყვიტა ნედლეულის ტრანსპორტირება. მესამე გადასატვირთი სანავსადგურე მოწყობილობა დღემდე მუშა მდგომარეობაშია.

„სამიდან ორი აგრეგატის გამორთვას ჯერ გავლენა არ მოუხდენია აგვისტოს გრაფიკზე“, – აღნიშნავს სააგენტოს კიდევ ერთი წყარო. თავად კონსორციუმში კი უარი თქვეს შექმნილი ვითარების კომენტირებაზე.

მანამდე, 19 აგვისტოს რუსეთისა და ყაზახეთის პრეზიდენტები სოჭში შეხვდნენ ერთმანეთს. მოლაპარაკების მიზანი ორ ქვეყანას შორის შექმნილი დაძაბულობის განეიტრალება იყო. ყასიმ ჟომარტ თოყაევის ვიზიტი საკმაოდ უცნაური აღმოჩნდა. მისი გეგმების შესახებ ანონსიც არ გავრცელებულა, პრესა მოლაპარაკებებზე არ მიუწვევიათ, ხოლო თოყაევის სოჭში ჩასვლის შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეორგოლიდან გახდა ცნობილი.

მანამდე არაერთი ექსპერტი აღნიშნავდა, რომ პუტინის „სანავთობო წნეხი“ თოყაევს გარკვეულ დათმობებზე წასვლას აიძულებს.

უახლოეს მომავალში თოყაევი ოფიციალური ვიზიტით ბაქოს ესტუმრება, სადაც ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების და ასევე ყაზახური ნავთობის დასავლეთში ტრანსპორტირების საკითხები განიხილება.  

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები