ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
„ბორჯომის“ დირექტორთა საბჭოს შემადგენლობას რამდენიმე დღეში დაასახელებენ
22 აგვისტო, 2022, 15:58
„ბორჯომის“ დირექტორთა საბჭოს შემადგენლობას რამდენიმე დღეში დაასახელებენ

თბილისი (GBC) – კომპანია „ბორჯომის“ დირექტორთა საბჭოში ეკონომიკის სამინისტროს მიერ შერჩეული კანდიდატების ვინაობა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის ორშაბათის სხდომის შემდეგ განაცხადა.

 

მისივე თქმით, სამინისტრომ კანდიდატების შესარჩევად საკმაოდ სერიოზული და მნიშვნელოვანი შერჩევის პროცესი ჩაატარა.

 

„შევარჩიეთ კანდიდატურები, ეს ადამიანები არიან გამოცდილი, კომპეტენტური, კვალიფიციური კადრები იმისთვის, რომ ის სამუშაო, რაც მათ აკისრიათ, სწორად და სათანადოდ შეასრულონ. ჩვენ ეს კანდიდატები წარდგენილი გვყავს და როგორც კი რეგისტრაციის პროცესი დასრულდება, ამაზე უფრო მეტ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო გაავრცელებს. ამ დღეებში ალბათ უნდა დასრულდეს იმიტომ, რომ მიდის იურიდიული პროცესი. იგივე იყო, როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით სახელმწიფოს მხრიდან რაღაც წილის მიღებაზე, სახელმწიფოს მხრიდან შეთანხმებაზე „ბორჯომთან“ და ა.შ. ეს არის იურიდიული პროცესი, რომელიც მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობასთან და იურიდიულ სივრცესთან არ არის დაკავშირებული. იცით, რომ საერთაშორისო კომპანიაა „ბორჯომის“ მფლობელი, მშობელი კომპანია და შესაბამისად, ის რეგისტრირებულია სხვა იურისდიქციაში და ამიტომ მე ვერ გეუბნებით როდის დასრულდება ის ლეგალური პროცესი, რომელიც მიმდინარეობს. იმისთვის, რომ არ დავაზიანოთ მიმდინარე პროცესი და ვიყოთ კორექტულები, მათ შორის, იურიდიულად კორექტულები, ჩვენ ინფორმაციას მოგაწვდით, არაფერი აქ დასამალი არა რის. ჩვენ ჩავატარეთ საკმაოდ სერიოზული, მნიშვნელოვანი შერჩევის პროცესი იმისთვის, რომ მიგვეღო გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ და როგორც კი ეს იქნება დასრულებული, რა თქმა უნდა, საზოგადოებას მეტ ინფორმაციას მივაწვდით, მათ შორის, ის ადამიანები, ვინც წარმოდგენილი იქნებიან სახელმწიფოს მხრიდან „ბორჯომის“ დირექტორატში თვითონ შეძლებენ კომუნიკაციას როგორც ჟურნალისტებთან, ისე საზოგადოებასთან“, - განაცხადა მინისტრმა.

 

სანქციების გამო, „IDS ბორჯომმა“ წარმოებას დროებით შეჩერების გამო განცხადება აპრილის ბოლოს გაავრცელა. კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, „უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების დღიდან, კომპანია „IDS ბორჯომი საქართველო“ მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა“.

 

ივნისის შუა რიცხვებში კი ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში „უსასყიდლოდ გადაეცა“ „ბორჯომის“ მმართველ კომპანია RISSA INVESTMENT LIMITED-ის 7.73% - შედეგად კომპანიაში სანქცირებული რუსი ოლიგარქის მიხაილ ფრიდმანის აქციათა პაკეტი 57.72%-დან 49%–მდე შემცირდა. ოფიციალური წყაროების თანახმად, სააქციო პაკეტთან ერთად, სახელმწიფო წარმოდგენილი იქნება დირექტორთა საბჭოში ერთი ხმის უფლების მქონე დირექტორით, რომელიც ასევე დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელი იქნება და მას ექნება წარმმართველი როლი.

 

2013 წლიდან „IDS ბორჯომის“ საკონტროლო – 60%-იან პაკეტს რუსული „ალფა ჯგუფი“ ფლობდა. „ალფა ჯგუფის“ დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანი სანქცირებულ ოლიგარქთა სიაშია.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები