ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
დაკრედიტებაზე ახალი ლიმიტები წესდება
22 აგვისტო, 2022, 19:26
დაკრედიტებაზე ახალი ლიმიტები წესდება

თბილისი (GBC) - სებ-მა ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფის განსაზღვრის ინსტრუქცია შეიმუშავა. ინსტრუქციის მიმართ შენიშვნა/რეკომენდაციების გამოსათქმელად, მარეგულირებელმა  ბაზარს ვადა 22 სექტემბრამდე მისცა. თუმცა მხარეებმა პრეტენზიების დიდი ნაწილი პროექტის გამოქვეყნებამდე გაიარეს.


მათ შორის  იყო კომპანიების "ნათესაობის" განსაზღვრა. სებ-ი კონსოლიდირებულ საფინანსო ანგარიშში შეტანილ კომპანიებს ურთიერთდაკავშირებულად მიიჩნევს, რასაც საბანკო სექტორი არ იზიარებს. 


ჩამოთვლილი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთის დაკმაყოფილება მიუთითებს კონტროლის არსებობაზე:

1.                   ხმის უფლების მქონე აქციების 50%-ზე მეტის ფლობა სხვა კომპანიაში;

2.                   უფლების ან შესაძლებლობის ქონა დანიშნოს ან გაათავისუფლოს სხვა კომპანიის დირექტორატის, სამეთვალყურეო საბჭოს წევრების ან ადმინისტრაციული პერსონალის უმეტესობა;

3.                   კომპანიის წესდებით ან სხვა შესაბამისი დოკუმენტით, გარდა იმ კომპანიებთან გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებისა, რომელთა ძირითად საქმიანობას წარმოადგენს კრედიტის/ლიზინგის გაცემა, განსაზღვრული ლეგალური უფლების ან შესაძლებლობის ქონა დომინანტური გავლენა მოახდინოს სხვა კომპანიის საქმიანობაზე;

4.                   50%-ზე მეტი წილის ფლობა სხვა კომპანიაში;

5.                   ფასს-ის მიხედვით კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მომზადება;


 ჩამოთვლილი ინდიკატორები  კონტროლის მანიშნებელ გარემოებად მიიჩნევა 

6.                   გავლენის მოხდენის შესაძლებლობა კომპანიის სტრატეგიაზე ან მის საქმიანობაზე;

7.                   გავლენის მოხდენის შესაძლებლობა კრიტიკულ ოპერაციებზე, მაგალითად, როგორიც არის მოგების განაწილება;

8.                   ლეგალური უფლების ან შესაძლებლობის ქონა საერთო მიზნის მისაღწევად კოორდინირება გაუწიოს სხვადასხვა კომპანიების მენეჯმენტს (მაგალითად, ორი სხვადასხვა კომპანიის დირექტორატში/სამეთვალყურეო საბჭოში წარმოდგენილი არიან ერთი და იგივე პირები);

9.                   20%-ზე მეტი წილის ფლობა სხვა კომპანიაში. ინსტრუქცია  განსაზღვრავს ეკონომიკური დამოკიდებულების ნიშნით მსესხებლების დაჯგუფებასაც .


ინსტრუქცია "კომერციულ ბანკებში რისკის პოზიციების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულებით" აღებული ვალდებულების ნაწილია. ცალკეული მსესხებლის  ფინანსური პრობლემის მეორეზე გადაცემის  პრევენციას ემსახურება. ასევე  გამსესხებლის დაცვას, გაშეარებული პრობლემისგან. ინსტრუქცია მსხვილ კლიენტურას ეხება,  ₾ 0.5 მლნ მდე სესხის ამღებზე არ ვრცელდება.


პრევენცია ემსახურება დეკონცენტრაციას.  ახალი ინდიკატორებით კლასიფიცერებულ მსესხებელზე გაცემული ჯამური პორტფელი, ბანკის პირველადი კაპიტალის 25%-ს არ უნდა აღემატებოდეს. დაკავშირებულად ჩაითვლება როგორც იურიდიული  ასევე ფიზიკური პირი. მაგ: ბანკის  საცალო მსესხებელი, რომელიც კორპორაციული კლიენტი კომპანიის 50%-იანი მოწილეა.  ასევე კომპანია, რომელიც სხვა კომპანიის თანამფლობელიცაა. 


ურთიერთდამოკიდებულება ბანკისთვის წარმოშობს ერთ მთლიან რისკს,  მსესხებლების ერთ ჯგუფად აღრიცხვით კი კრედიტორმა კონცენტრაციის რისკების მართვა უნდა გააუმჯობესოს.

 

 ეროვნული ბანკი ელის დაინტერესებული მხარეებისგან კომენტარებს და შენიშვნებს 2022 წლის 22 სექტემბრის ჩათვლით ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: group_of_connected_clients@nbg.gov.ge. ინსტრუქცია და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები