| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - ჩრდილოეთ ოსეთის ადმინისტრაცია მუდმივი საცობების
თავიდან არიდების მიზნით, საქართველოსთან დამაკავშირებელ ზემო ლარსის სასაზღვრო პუნქტთან
ელექტრონულ რიგს შემოიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.
ამ გადაწყვეტილებით ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე ტრანზიტული ფურების
საცობების განტვირთვას აპირებენ. ტრანზიტული სატვირთოების დიდ რიგებს ადგილობრივი მძღოლები
აპროტესტებენ. ელექტრონული რიგი შესაძლებლობას მისცემ სატვირთოების მძღოლებს, სხვა
რეგიონებში, მათ შორის ინგუშეთსა და ყაბარდო–ბალყარეთში დაელოდონ თავის რიგს. ამის
შესახებ საინფორმაციო სააგენტო „სტავროპოლიე“ წერს.
ელექტრონული რიგი დროებით ღონისძიებად დაასახელეს, თუმცა როგორ
იქნება იგი ორგანიზებული, ადგილობრივ ხელისუფლებაში ვერ განმარტეს.
„ვესტნიკ კავკაზას“ ცნობით, დღეისათვის საქართველოს ტერიტორიაზე
გადასვლას ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე 1 300 სატვირთო გადამზიდი ელოდება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss