| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - ივნისში საქართველოში პოს-ტერმინალებით გადახდების რაოდენობამ 38 მილიონი, გადახდილმა თანხამ კი 1.1 მლრდ ლარი შეადგინა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გადახდების რაოდენობა 46.6%-ით არის გაზრდილი (2021 ივნისი - 25.9 მლნ).
ცხრილებში მოცემულია პოს-ტერმინალებით გადახდების რაოდენობა და ფულადი გამოსახულება 2018 წლიდან 2022 წლის ივლისის ჩათვლით:
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, პოს-ტემინალებით გადახდას 2018 წლიდან დღემდე მეტწილად ზრდის ტენდენცია აქვს, როგორც გადახდის რაოდენობაში,
ასევე ფულად გამოსახულებაში. მნიშვნელოვანი კლება მხოლოდ 2020 წლის აპრილშია, რაც სავარაუდოდ
ქვეყანაში კოვიდის გამო შემოღებული ლოქდაუნის დამსახურებაა. 2020 წლის აპრილში პოს–ტერმინალებით 11.6 მლნ ერთეული, 290.6 მლნ ლარის გადახდები განხორციელდა.
2018 წლის იანვრიდან 2022 წლის ივნისამდე ბარათით
გადახდების რაოდენობა 347%-ით არის გაზრდილი. რაც შეეხება გადახდილი თანხის რაოდენობას,
ამ პერიოდში 304%-ით არის გაზრდილი.
ცხრილში მოცემულია
2018 წლიდან 2022/H1-ის ჩათვლით ბარათით გადახდის
რაოდენობა და თანხა:
|
|
თანხა(₾) |
რაოდენობა |
|
2018 |
4.2მლრდ |
131მლნ |
|
2019 |
5.7მლრდ |
180.9მლნ |
|
2020 |
6 მლრდ |
215.1მლნ |
|
2021 |
9 მლრდ |
297.3მლნ |
|
2022/H1 |
5.8მლრდ |
192.8მლნ |
თუ დავაკვირდებით საბარათე
გადახდების ზრდის ტენდენციას, მარტივი გათვლებით, წლის დასასრულს, სავარაუდოდ, 11.6 მლრდ ლარის 385 მლნ
გადახდა გვექნება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss