| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - თელავის
მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 8 აგვისტოს გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში ,,გლობალ სტანდარტმშენი’’ ერთადერთი კანდიდატია.
ტენდერის გულისხმობს თელავში გივი ჩოხელის სახელობის საფეხბურთო სტადიონზე არსებული
სათადარიგო ფეხბურთის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას. აღნიშნულ სამუშაოებს
,,გლობალ სტანდარტმშენი’’ 2.6 მლნ ლარად შეასრულებს.
ტენდერის პირობების
მიხედვით, სამუშაოები უნდა შესრულდეს ხელშეკრულების დადებიდან 6 თვის ვადაში. მიმწოდებელი
ასევე ვალდებულია სამუშაოები დაიწყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 დღის ვადაში.
ტენდერში მონაწილე კანდიდატს,
2019 წლის პირველი იანვრიდან მოცემული ტენდერის გამოცხადების დღემდე, ფაქტობრივად შესრულებული
სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ჯამი უნდა იყოს არანაკლებ 7 948 419 ლარის,
მათ შორის მინიმუმ 1 სტანდარტული სტადიონი.
„გლობალ სტანდარტმშენი“
2009 წელს დაფუძნდა. ტენდერების მონიტორის მონაცემების თანახმად, კომპანიას 35 ტენდერში
აქვს გამარჯვება მოპოვებული, რომელთა საერთო
სავარაუდო ღირებულება 61.4 მლნ ლარია.
კომპანიის 100%-იანი
წილი დავით ნოზაძეს ეკუთვნის.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss