ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
24 აგვისტო უკრაინის დამოუკიდებლობის დღეა
24 აგვისტო, 2022, 10:14
24 აგვისტო უკრაინის დამოუკიდებლობის დღეა

თბილისი (GBC) – უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყნის დამოუკიდებლობის აქტი 1991 წლის 24 აგვისტოს დაამტკიცა, რაც ნიშნავდა უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის გაუქმებას და ქვეყნის დამოუკიდებლობის აღორძინებას.

ამის შემდეგ უკრაინელები ყოველწლიურად აღნიშნავენ დამოუკიდებლობის დღეს სამხედრო აღლუმებით, ფესტივალებით, კონცერტებით და სხვ.

ყველაზე შთამბეჭდავი უკრაინის დამოუკიდებლობის 30–ე წლისთავის აღნიშვნა იყო, რომელიც გასულ წელს გაიმართა – კრეშჩატნიკზე უკრაინული შეიარაღების მასშტაბური აღლუმი მოეწყო. დედაქალაქის ცაზე სამხედრო საჰაერო ძალების თვითმფრინავებმა გადაიფრინეს.

დღეს, 2022 წლის 24 აგვისტოს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აღლუმის ნაცვლად, ქვეყნის მთელი შეიარაღება და თავდაცვის პირადი შემადგენლობა რუსეთთან ომშია ჩართული.

დამოუკიდებლობის დღე რუსეთთან ომის პირობებში

წლევანდელი დამოუკიდებლობის დღე – 24 აგვისტო ტრაგიკულ თარიღს ემთხვევა: რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიის დაწყებიდან ზუსტად 6 თვე გავიდა.

როგორც RBC-Ukraine წერს, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინელი სამხედროები დღეს აღლუმს არ გამართავენ, ომში მათი პროფესიონალიზმი შედეგების შედეგების გაცნობა სამხედრო ტექნიკის გამოფენაზეა შესაძლებელი. დღეს კრეშჩატნიგზე გამოფენილი იქნება რუსების შეიარაღება, რომელიც უკრაინელმა ჯარისკაცებმა გაანადგურეს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები