ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
7 თვეში უკრაინასთან ვაჭრობა 31%-ით შემცირდა
24 აგვისტო, 2022, 14:21
7 თვეში უკრაინასთან ვაჭრობა 31%-ით შემცირდა

თბილისი (GBC) - იანვარ-ივლისში საქართველოს ვაჭრობის ბრუნვამ უკრაინასთან $277 მლნ შეადგინა, რაც 31%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე (2021 იანვ-ივლ: $401.6 მლნ).

ამ პერიოდში უკრაინასთან საგარეო ვაჭრობის ბრუნვამ,ქვეყნის მთლიანი საგარეო ვაჭრობის 2.7% შეადგინა. შარშან კი ეს მაჩვენებელი 5.3% იყო.

2022 წლის იანვარ-ივლისში უკრაინაში ექსპორტმა $130.9 მლნ (-21% Y.Y), ხოლო იმპორტმა $146.1მლნ (-38% Y.Y) შეადგინა.

ამ პერიოდის ტოპ სავაჭრო პროდუქცია ასეთია :

ექსპორტი:

1. მსუბუქი ავტომობილები - $61.5 მლნ-ის 6 923 ერთეული.

2. ქიმიური, მინერალური და აზოტოვანი სასუქები - $13 მლნ-ის 18.2 ათასი ტონა.

3. სპირტიანი სასმელები - $12.5 მლნ-ის 3 მლნ ლიტრი.

4. ფეროშენადნობები - $7.9 მლნ-ის 5 ათასი ტ.

5. მინერალური და მტკნარი წყლები - $6.2 მლნ-ის 14.4 მლნ ლ.

იმპორტი:

1. თამბაქოს ნაწარმი - $9.3 მლნ-ის 536 ტ.

2. სამკურნალო საშუალებები - $9 მლნ-ის 371 ტ.

3. კოპტონი და სხვა მყარი ნარჩენები - $5.7 მლნ-ის 10.2 ათასი ტ.

4. ფეროშენადნობები - $5.1 მლნ-ის 3.1 ათასი ტ.

5. ფოლადის ნაგლინი - $4.3 მლნ-ის 4.6 ათასი ტ.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები