ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
1–ლი აგვისტოს მდგომარეობით ეროვნულ ეკონომიკაზე 41,3 მლრდ ლარის სესხია გაცემული
25 აგვისტო, 2022, 12:34
1–ლი აგვისტოს მდგომარეობით ეროვნულ ეკონომიკაზე 41,3 მლრდ ლარის სესხია გაცემული

თბილისი (GBC) – ეროვნული ბანკის მიერ ხუთშაბათს გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ეკონომიკაზე (რეზიდენტ იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე)  გაცემული სესხებით დავალიანება საქმიანობის სახეების მიხედვით 1–ლი აგვისტოსთვის 41 289 691 204 ლარს შეადგენს.  მათ შორის, ეროვნული ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა 22 495 009 807 ლარს შეადგენს, ხოლო უცხოური ვალუტით საანგარიშო პერიოდში 18 794 681 397 ლარის ეკვივალენტია გაცემული.

ეროვნული ეკონომიკის დაკრედიტების მოცულობა წინა თვესთან შედარებით 1,5 მლრდ ლარზე მეტით არის შემცირებული (42 804 530 029 ლარი 1–ლი ივლისის მდგომარეობით), ხოლო 2021 წლის 1–ლი აგვისტოს მდგომარეობით არსებულ დაკრედიტებას (38 761 761 126 ლარი) 2,5 მლრდ ლარით აღემატება.

ეკონომიკის დარგების დაკრედიტებას რაც შეეხება, სებ–ის მონაცემებით, სოფლის მეურნეობაზე 911 989 536 ლარის სესხია გაცემული, მრეწველობაზე – 4 568 707 558 ლარი, მშენებლობაზე – 2 932 259 684 ლარი, ვაჭრობაზე – 3 736 060 822 ლარი, სასტუმროებსა და რესტორნებზე – 1 597 952 835 ლარი, ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაზე – 572 849 333 ლარი, ფინანსური შუამავლობა – 662 875 736 ლარი, ოპერაციები უძრავი ქონებით, კვლევები, კომერციული საქმიანობა – 2 227 277 254 ლარი, განათლება – 225 163 822 ლარი, ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება – 718 494 930 ლარი და სხვა დარგები – 794 163 752 ლარი.

შინა მეურნეობებზე საანგარიშო თარიღისთვის სულ, ვადაგადაცილებული სესხების ჩათვლით, 22 341 895 943 ლარის სესხია გაცემული. აქედან ფიზიკურ პირებზე 19 327 286 871 ლარი, ინდმეწარმეებზე – 3 014 609 072 ლარი. შინამეურნეობებზე გაცემული სესხებიდან  სამომხმარებლო სესხებია – 7 053 066 767 ლარის, ხოლო  უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები – 13 681 930 097 ლარი.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები