ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
თურქეთში ექსპორტი იმპორტზე ორჯერ მეტად გაიზარდა
25 აგვისტო, 2022, 13:37
თურქეთში ექსპორტი იმპორტზე ორჯერ მეტად გაიზარდა

თბილისი (GBC) – საქართველოს საგარეო ვაჭრობა აზერბაიჯანთან, სომხეთთან და თურქეთთან ივლისში გაიზარდა. ყველაზე მაღალი ტემპით – 74%–ით გაიზარდა სავაჭრო ბრუნვა სომხეთთან, ზრდის ტემპით მეორე ადგილზე თურქეთია – 37,8%, ხოლო მესამეზე აზერბაიჯანი –  8.4%–იანი ზრდით.

თურქეთი:

ივლისში თურქეთთან საქართველოს საგარეო ვაჭრობის ბრუნვამ $224.8 მლნ შეადგინა, რაც მთლიანი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 13.6%-ა. წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით ზრდამ 37.8% შეადგინა (2021ივლისი- $163.1მლნ).

 

აქედან ექსპორტმა $41.2 მლნ (+62.2% Y.Y), ხოლო იმპორტმა $183.6 მლნ (+33.6% Y.Y) შეადგინა.

ტოპ ექსპორტ/იმპორტირებული პროდუქცია:

ექსპორტი:

1. ელექტროენერგია - $11.2 მლნ-ის.

2. ტრიკოტაჟის ნაწარმი - $8.2 მლნ-ის 257 ტ.

3. კოსტიუმები და კომპლექტები - $4.4 მლნ-ის 171ტ.

იმპორტი:

1. მსუბუქი ავტომობილები - $5.2 მლნ-ის 132 ერთეული.

2. სამკურნალო საშუალებები - $4.8 მლნ-ის 76 ტ.

3. თამბაქოს ნაწარმი - $4.7 მლნ-ის 304 ტ.

 

აზერბაიჯანი :

ივლისში აზერბაიჯანთან საგარეო ვაჭრობის ბრუნვამ, მთლიანი ბრუნვის 6.2% შეადგინა.

ამ პერიოდში აზერბაიჯანთან ვაჭრობის ბრუნვამ $101.9მლნ შეადგინა,რაც 8.4%-ით მეტია წინა წლის იმავე პერიოდზე (2021 ივლისი - $94.1 მლნ).

აქედან ექსპორტმა $64.5 მლნ (+26.4% Y.Y), ხოლო იმპორტმა $37.5 მლნ (-13.2% Y.Y) შეადგინა.

ტოპ ექსპორტ/იმპორტირებული პროდუქცია:

ექსპორტი:

1. მსუბუქი ავტომობილები - $30.4 მლნ-ის 2652 ერთეული.

2. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $5.3 მლნ-ის 3.8 ათასი ტ.

3. ქაღალდის ტარა - $2.4 მლნ-ის 108 ტ.

იმპორტი:

1. ნავთობის აირები - $10.5 მლნ-ის.

2. ფოლადის წნელები - $7.3 მლნ-ის 10.6 ათასი ტ.

3. ნავთობის კოქსი - $4.9 მლნ-ის 11.7 ათასი ტ.

 

სომხეთი:

ივლისში სომხეთთან საგარეო ვაჭრობის ბრუნვა მთლიანი ბრუნვის 7% შეადგინა.

ამ პერიოდში სომხეთთან საგარეო ვაჭრობის ბრუნვამ $115.4 მლნ შეადგინა,რაც 74%-ით მეტია წინა წლის იმავე პერიოდზე (2021 ივლისი - $66.2 მლნ).

აქედან ექსპორტმა $53.2 მლნ (+112% Y.Y), ხოლო იმპორტმა $62.2 მლნ (+52.2% Y.Y) შეადგინა.

ტოპ ექსპორტ/იმპორტირებული პროდუქტი ასეთია:

ექსპორტი:

1. მსუბუქი ავტომობილები - $18 მლნ-ის 1449 ერთეული.

2. ფოლადის წნელები - $2.6 მლნ-ის 3.8 ათასი ტ.

3. ბულდოზერები და ავტოგრეიდერები - $2.4 მლნ-ის 23 ერთეული.

იმპორტი :

1. სპილენძის მადნები და კონცენტრატები - $35.3 მლნ-ის 16.7 ათასი ტ.

2. საფრენი აპარატები - $14 მლნ-ის  62 ტ.

3. მოლიბდენის მადნები და კონცენტრატები - $4 მლნ-ის 279 ტ.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები