ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
2021 წელს სასტუმროს ბიზნესი 18-ათასზე მეტ ადამიანს ასაქმებდა
26 აგვისტო, 2022, 11:35
2021 წელს  სასტუმროს ბიზნესი 18-ათასზე მეტ ადამიანს ასაქმებდა

თბილისი (GBC) - 2021 წელს საქართველოში ფუნქციონირებდა სასტუმროს მომსახურებით დაკავებული 1 726 ეკონომიკური სუბიექტი, რომლებიც ფლობდნენ 1 776 სასტუმროსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებას (ადგილობრივი ერთეულებისა და ფილიალების ჩათვლით). საქსტატის მონაცემების თანახმად, აღნიშნული მაჩვენებელი 68.5%-ით გაიზარდა 2020 წელთან შედარებით.

საქსტატის ცნობით, სასტუმროს მომსახურებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტებისათვის ყველაზე გავრცელებულ ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას წარმოადგენდაინდივიდულური მეწარმე“, რომელიც შეადგენდა 2021 წელს მოქმედი სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების საერთო რაოდენობის 53.3%-.

ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების რაოდენობის განაწილებას ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმების მიხედვით:


სასტუმროების და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების 99.3% კერძო საკუთრებაში იყო, ხოლო 0.7% - სახელმწიფო საკუთრებაში.

2021 წელს საქართველოში მოქმედი სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების საერთო ფართობი 2.7 მლნ კვადრატულ მეტრს შეადგენდა, რაც 49.2%-ით მეტია 2020 წლის შესაბამის მაჩვენებელზე. აქედან იჯარით გაცემული იყო 65.4 ათასი კვადრატული მეტრი, ხოლო ყველა ნომრის საცხოვრებელი ფართობი 1.3 მლნ კვადრატულ მეტრს შეადგენდა, რაც 59.3-ით არის გაზრდილი წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით.

2021 წელს მოქმედ სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში ადგილების საერთო რაოდენობამ 87.8 ათასი შეადგინა, რაც 51.7 %-ით მეტია 2020 წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ნომრების საერთო რაოდენობა გაიზარდა 60.2 %-ით და 43.1 ათასი შეადგინა.


 ამ პერიოდში საქართველოს სასტუმროები და სასტუმროს ტიპის დაწესებულებები 3.1მლნ სტუმარს მოემსახურა, რაც 127%-ით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე. სტუმართა 43.5%- უცხოელები წარმოადგენდნენ. მათგან 10.4% რუსეთის ფედერაციაზე მოდის, 9.5 % - უკრაინაზე, ხოლო 9.5 % - არაბთა გაერთიანებულ ემირატებზე. ევროკავშირის ქვეყნების წილი უცხოელი სტუმრების 10.1%-ს შეადგენს, რომელთა შორის 34.6%-ს გერმანიის, ხოლო 33.0%-ს პოლონეთის მოქალაქეები წარმოადგენენ.

 ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს 2020-2021 წლებში სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში უცხოელი სტუმრების რაოდენობის განაწილებას ქვეყნების მიხედვით:

2021 წელს საზღვარგარეთის ქვეყნებიდან საქართველოს სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებს უმეტესად სტუმრობდნენ რეკრეაციისა და დასვენების მიზნით (71.6%).

 ამ პერიოდში,საქართველოს სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში დასაქმებული იყო 18 283 ადამიანი, რომელთა უმეტესობას (56.6%) ქალები წარმოადგენდნენ.


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები