| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) – მიმდინარე წლის განმავლობაში რუსეთიდან
კაპიტალის გადინება $200 მლრდ–ს გადააჭარბებს, ნათქვამია BCS Global Markets–ის
(BCS GM) ანგარიშში, რომელსაც რუსული მედია აქვეყნებს. კაპიტალის გადინებაში მნიშვნელოვანი
წვლილი შეაქვთ შინამეურნეობებს: რუსების პირადმა გადარიცხვებმა თებერვალი–აგვისტოს
პერიოდში $14 მლრდ შეადგინა.
ანგარიშში ნათქვამია, რომ თებერვალში ნახტომისებურად
გაიზარდა რუსეთიდან უცხოეთში გადარიცხვები და $3,5 მლრდ შეადგინა, თუმცა კაპიტალის
მოძრაობაზე კონტროლის გამკაცრებამ ეს პროცესი შეანელა. შეზღუდვების შერბილების შემდეგ
კი რუსები უცხოეთში კაპიტალის გატანას განაგრძობენ. ივნისში ფულადი გზავნილების მოცულობამ
$5,2 მლრდ შეადგინა.
კაპიტალის გადინების ძირითადი მიმართულებები მეზობელ
ქვეყნებში მიდის, მათ შორის საქართველოში, სომხეთსა და ყაზახეთში. ივნისში ამ ქვეყნებში
გადარიცხულმა თანხამ ჯამში 2021 წლის ივნისის მაჩვენებელს 8–ჯერ გადააჭარბა.
წლის პირველ ნახევარში კერძო სექტორის მიერ კაპიტალის
გადინებამ $130 მლრდ შეადგინა, რაც რუსეთის მშპ–ის 11%–ია.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss