ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
საქართველოს ბანკის ბარათზე ვადიანი სამგზავრო ბარათის მიბმა მობილბანკით იქნება შესაძლებელი
26 აგვისტო, 2022, 17:46
საქართველოს ბანკის ბარათზე ვადიანი სამგზავრო ბარათის მიბმა მობილბანკით იქნება შესაძლებელი

თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკი მომხმარებლისთვის ვადიანი სამგზავრო ბარათის შეძენას და მის საქართველოს ბანკის პლასტიკურ/ციფრულ ბარათზე მიბმას ხდის შესაძლებელს. რაც იმას ნიშნავს, რომ 1-ლი სექტემბრიდან, საქართველოს ბანკის მომხმარებლები შეძლებენ მობილბანკში ისარგებლონ  ვადიანი სამგზავრო ბარათის ფუნქციონალით. ავტობუსით, მეტროთი, მიკროავტობუსითა და საბაგიროთი (უნივერსიტეტი-ბაგების საბაგირო) მგზავრობისას მომხმარებელს ვადიანი სამგზავრო ბარათის ტარება აღარ დასჭირდება. მობილბანკიდან  მისი შეძენისა და საბანკო ბარათზე მიბმის გარდა,  ბარათის მარტივად მართვაც იქნება შესაძლებელი. მაგალითად, მომხმარებელი ბარათის გამოყენების მეთოდის და ბარათის ცვილებასაც განახორციელებს.  ასევე, შეძლებს ნახოს ბარათის ვადა, შეცვალოს საბანკო ბარათი, რომელზეც სამზავრო ბარათია მიბმული და სხვა.

 

ვადიანი სამგზავრო ბარათის აქტივაცია ხდება ყიდვის მომენტიდან. მისი ყიდვა/მართვა შესაძლებელია გადახდის მოდულიდან და მეტი მენიუდან. მას შემდეგ, რაც მომხმარებელი იყიდის სატრანსპორტო აბონმენტს, მას ბარათი პოპულარული გადახდების სექციაშიც გამოუჩნდება.

 

„საქართველოს ბანკის და ვადიანი სამგზავრო ბარათების ინტეგრირების უპირატესობა ისაა, რომ მომხმარებელს ცალკე სააბონემენტო ბარათის ტარება არ დასჭირდება, რადგან  ნებისმიერი ვადიანი აბონემენტის საბანკო ბარათზე მიბმას შეძლებს. ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვზრუნავთ იმაზე, რომ მომხმარებელს სწორედ ის სერვისი და პროდუქტი, იმ სივრცეში შევთავაზოთ, რომელიც მისთვის კიდევ უფრო კომფორტული იქნება “, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები