| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი
(GBC) – საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ორშაბათის
სხდომაზე ბორჯომის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ხანძრის ქრობის პროცესი შეაჯამა და
მადლობა გადაუხადა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანს სახანძრო ავიაციით
დახმარებისთვის.
პრემიერის თქმით, ტყის ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად ყველა მიმართულებით მიმდინარეობს გამოძიება. ღარიბაშვილმა არ გამორიცხა, რომ ხანძარი შესაძლოა დივერსიის შედეგიც ყოფილიყო.
ბოლო მონაცემებით, ბორჯომში ხანძრის ქრობის პროცესი დასკვნით ეტაპზეა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის ლიკვიდაციისთვის უწყვეტი სამუშაოები მიმდინარეობს.
„ბორჯომის მუნიციპალიტეტში
ხანძრის ქრობის პროცესი დასკვნით ფაზაშია გადასული. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სექტორებზე
არსებული მხრჩოლავი კერების დამუშავება. მეხანძრე-მაშველების მიერ სრულად კონტროლირებადია
ხანძრის ქრობის პროცესი და მიმდინარეობს უწყვეტი სამუშაოები ხანძრის ლიკვიდაციისთვის“,
- განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს
უფროსმა ლევან მუსელიანმა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss