ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
პრემიერი - თბილისში 2400 დევნილი ოჯახი მიიღებს ბინებს, ზუგდიდში 1700, ქუთაისში 720
29 აგვისტო, 2022, 14:55
პრემიერი - თბილისში 2400 დევნილი ოჯახი მიიღებს ბინებს, ზუგდიდში 1700, ქუთაისში 720

თბილისი (GBC) – საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ორშაბათის სხდომაზე განაცხადა, რომ დღეს, 29 აგვისტოს დაამტკიცებენ შესაბამის განკარგულებას, რომლის ფარგლებშიც თბილისში 2400 დევნილი ოჯახი მიიღებს ბინებს, მათთვის ახალი ბინები აშენდება, ზუგდიდში 1700, ხოლო ქუთაისში 720 ოჯახის განსახლება მოხდება.

 

პრემიერის თქმით, 2025 წლამდე ახალი საცხოვრებელი ფართები ჯამში 13 000-მდე ოჯახს გადაეცემა.

 

„ჩემი ახალი ინიციატივის ფარგლებში, რომელიც შეეხებოდა განვადებით მშენებლობას, ჩვენ დღეს მთავრობის სხდომაზე გამოგვაქვს საკითხი, რომელიც ბატონმა ზურაბ აზარაშვილმა მოამზადა და რომელიც შეეხება დევნილებისთვის სახლების მშენებლობას განვადებით. ჩვენ ვალდებულება ავიღეთ 13 000 ოჯახზე და ჩვენ დღეს მთავრობის სხდომაზე დავამტკიცებთ შესაბამის განკარგულებას, რომლის ფარგლებშიც თბილისში 2400 დევნილი ოჯახი მიიღებს ბინებს, მათთვის ახალი ბინები აშენდება, ზუგდიდში 1700, ხოლო ქუთაისში 720 ოჯახის განსახლება მოხდება. ჯამში, 2025 წლამდე ახალი საცხოვრებელი ფართები, ბინები, სახლები გადაეცემა 13 000-მდე ოჯახს. 7 000 ოჯახი მიიღებს ბინებს ახალაშენებულ კორპუსებში, ხოლო დარჩენილი 6 000 ოჯახი სოფლად სახლის პროგრამის ფარგლებში განსახლდება. ჩვენი ვალდებულებაა, რომ ჩვენს დევნილებს ღირსეული პირობები შევუქმნათ მანამ, სანამ ისინი არ დაბრუნებულად აფხაზეთში და სამაჩაბლოში, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა და მოვალეობა. მოგეხსენებათ, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ათასობით ოჯახს გადავეცით ბინები და საცხოვრებელი სახლები", - განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები