ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
1 კგ არასტანდარტული ვაშლის სუბსიდია 10 თეთრს შეადგენს
29 აგვისტო, 2022, 17:00
1 კგ არასტანდარტული ვაშლის სუბსიდია 10 თეთრს შეადგენს

თბილისი (GBC) – საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, „არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამა“  განხორციელდება, რომლის ფარგლებში, არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის შემთხვევაში, სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ ხილის გადამამუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც  2022 წლის 15 დეკემბრამდე, მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 24 თეთრად შეისყიდიან. სოფლის განვითარების სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე  10 თეთრის  ოდენობის სუბსიდიას გასცემს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ პროგრამის მიზანია ვაშლის აღების სეზონზე, დაუბინავებელი არ დარჩეს წარმოებული პროდუქცია, ფერმერებმა მიიღონ შემოსავალი და  არ შეექმნათ მოსავლის რეალიზაციის პრობლემა. 

საწარმოებში არასტანდარტული ვაშლის ორგანიზებულად ჩაბარების მიზნით, საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდება.

პროცესის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით,  ცვლილებები განხორციელდა შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის   „არასტანდარტული ვაშლის შემსყიდველი საწარმოებისთვის“ ქვეკომპონენტში.  

მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, არასტანდარტული ვაშლის გადამუშავების მიზნობრიობით გაცემულ სესხებზე, ნაცვლად წლიური 8% პროცენტისა სესხის საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსება მოხდება  სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ სესხის ძირითადი თანხის წლიური 11%-ის ოდენობით, რომელსაც სააგენტო გადაიხდის სესხის დაფარვის გრაფიკის შესაბამისად, მსესხებლის მიერ სესხის გადახდის პარალელურად 9 თვის განმავლობაში.

აღსანიშნავია, რომ ვაშლის გადამუშავებისთვის განკუთვნილი სესხის თანხა არ უნდა აღემატებოდეს 9 თეთრს, ყოველ შეძენილ ერთ კილოგრამ ვაშლზე გადაანგარიშებით.

რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთებს, კვლავ განსაზღვრულია ბანკებისთვის ფიქსირებული და მცურავი საპროცენტო განაკვეთის შემთხვევები საფინანსო ინსტიტუტიებისთვის წლიური საპროცენტო განაკვეთების ჭრილში.   

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები