| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი(GBC)
– 30 აგვისტოს მოსკოვის ერთ-ერთ საავადმყოფოში მძიმე და ხანგრძლივი
ავადმყოფობის შედეგად სსრკ–ის პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტი მიხაილ გორბაჩოვი გარდაიცვალა. ბოლო წლების განმავლობაში გორბაჩოვს
თირკმელების ავადმყოფობა აწუხებდა, თუმცა ამ ეტაპზე არ სახელდება გარდაცვალების ზუსტი
მიზეზი.
გორბაჩოვის გარდაცვალებას გამოეხმაურნენ და პატივი მიაგეს მთელ მსოფლიოში. გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტiერეშმა განაცხადა, რომ გორბაჩოვმა "ისტორიის კურსი შეცვალა".
პრეზიდენტმა
ჯო ბაიდენმა მას უწოდა "იშვიათი ლიდერი" და დაახასიათა გორბაჩოვი, როგორც
უნიკალური პოლიტიკოსი.
”ეს მემკვიდრეობა არის ის, რასაც ჩვენ არ დავივიწყებთ”, - თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა.
მიხაილ გორბაჩოვი 1985-1991 წლებში იყო სსრკ კომუნისტური
პარტიის გენერალური მდივანი, ხოლო ე.წ. პერესტროიკის შემდეგ 1990 წლის 15 მარტიდან
1991 წლის 25 დეკემბრამდე იყო საბჭოთა კავშირის პრეზიდენტი.
1990 წელს, როგორც ცივი ომის დასრულების მთავარმა ინიციატორმა,
გორბაჩოვმა ნობელის პრემია მიიღო მშვიდობის დარგში.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss