ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
უკრაინის შეტევა სამხრეთით და ატომური საფრთხე – რას ამბობენ კონფლიქტის მხარეები
31 აგვისტო, 2022, 12:06
უკრაინის შეტევა სამხრეთით და ატომური საფრთხე – რას ამბობენ კონფლიქტის მხარეები

თბილისი (GBC) – უკრაინა განაგრძობს ოკუპირებული ხერსონის ოლქის მიმართულებით იერიშს. ადგილობრივ ტელეგრამ–არხებზე წერენ, რომ ისმის აფეთქებების და ორმხრივი სროლის ხმები, ასევე საუბრობენ ანტონოვის ხიდზე მიტანილ იერიშებზე, რომელიც მდინარე დნეპრის ორ ნაპირს აკავშირებს. უკრაინის ხელისუფლება არ ჩქარობს სამხედრო ოპერაციის დეტალების გამხელას და საიდუმლოს ომის პირობებიდან გამომდინარე ინახავს.

რუსული მხარი თავიდან უკრაინელების შეტევაზე გავრცელებულ ინფორმაციას ფეიკს უწოდებდა, მაგრამ უკვე 30 აგვისტოს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა კონაშენკოვმა ფრონტის ამ მიმართულებაზე „მოწინააღმდეგის მნიშვნელოვანი დანაკარგების შესახებ“ ანგარიში წარმოადგინა.

ხერსონის ოლქი სტრატეგიულად მნიშვნელოვანია კონფლიქტში ჩართული ორივე მხარისთვის, ვინაიდან ის ახლოს მდებარეობს ყირიმთან და ასევე განლაგებულია მდინარე დნეპრის დელტაზე შავ ზღვაში.

 

უკრაინელების წერტილოვანი დარტყმები

 

ყოველდღიურად ვრცელდება ინფორმაცია სარაკეტო–საარტილერიო წერტილოვანი დარტყმების შესახებ ყირიმის ნახევარკუნძულზე განლაგებულ რუსეთის სამხედრო ობიექტებზე. ოთხშაბათს დილიდან გახდა ცნობილი, რომ ყირიმში, კრასნოგვარდეისკის დასახლებასთან მდებარე ერთ–ერთ საწყობში მასშტაბური ხანძარია. რუსული მხარე ამბობს, რომ ხანძრის გამომწვევ მიზეზებს შეისწავლიან. ასევე გახშირდა აფეთქებები რუსეთის სამხედრო საწყობებზე სხვა ოკუპირებულ ტერიტორიებზეც.

 

ზაპოროჟიის ატომური ელსადგური – ჩერნობილზე დიდი საფრთხე ომის ეპიცენტრში

 

ამასობაში, კიევში ჩასული ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) დელეგაცია ორგანიზაციის გენერალური დირექტორის მარიანო გროსის ხელმძღვანელობით ზაპოროჟიის ატომური ელექტროსადგურის მიმართულებით გაემგზავრა.

 

მანამდე, მარიანო გროსიმ კიევში პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა, რომ IAEA–ს დელეგაციის მიზანია ადგილზე შექმნილი ვითარების შემოწმება და მუდმივი წარმომადგენლობის დანიშვნა ატომურ ელექტროსადგურზე.

 

„6–თვიანი ძალისხმევის შემდეგ, როგორც იქნა, მივემგზავრებით ზაპოროჟიეს ატომურ ელსადგურზე. მოგეხსენებათ, ჩვენი მისია ამ ობიექტზე ძალიან მნიშვნელოვანია – ვიმუშაოთ და შევაფასოთ შექმნილი ვითარება, დავეხმაროთ სიტუაციის დასტაბილურებაში, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება“, – თქვა მან.

 

მისივე თქმით, მისია ობიექტზე რამდენიმე დღეს გაატარებს, გაესაუბრება პერსონალს და ამ ვიზიტის ანგარიშს მოამზადებს.

გროსის თქმით, ორგანიზაცია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მუდმივი წარმომადგენლობის დაყენებასაც აპირებს.

 

რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინის ამ ატომურ ელექტრო სადგურს 4 მარტიდან აკონტროლებენ.

 

უკრაინის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 24 თებერვალს განაცხადა და მას შემდეგ უკრაინის ტერიტორიაზე აქტიური საბრძოლო მოქმედებები მ

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები