ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
სეს–მა 10 ტონა მავნე ხორცი გაანადგურა
31 აგვისტო, 2022, 12:54
სეს–მა 10 ტონა მავნე ხორცი გაანადგურა

თბილისი (GBC) – სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა ივლის-აგვისტოში საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი სავაჭრო და საწარმოო ობიექტებიდან ამოღებული 10 ტონამდე მავნე ხორცი გაანადგურა, განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ვასილ ბასილაძე „მედიაცენტრ მთავარში" ოთხშაბათს გამართულ პრეს–კონფერენციაზე.

 

ბასილაძის თქმით, ივლისი-აგვისტოს პერიოდში 800-ზე მეტი ბიზნესოპერატორი შეამოწმეს და მათგან 375 ბიზნესოპერატორი სხვადასხვა დარღვევების გამო დაჯარიმდა.

 

„სეს-მა ივლისი-აგვისტოს პერიოდში ქვეყნის მასშტაბით, 800-ზე მეტი შემოწმება განახორციელა, მათ შორის სასაკლაოებში, ასევე სარეალიზაციო ობიექტებში. აქედან 375 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა. სხვადასხვა სახის დარღვევები იყო, მათ შორის, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, ვადაგასული ხორცის რეალიზაცია, სასაკლაოს გვერდის ავლით დაკლული ცხოველის ხორცის რეალიზაცია და ა.შ. ივლისი-აგვისტოს პერიოდში ჯამურად 10 000 კილოგრამამდე ხორცი ამოვიღეთ. ამ შემთხვევაში ხორცი მიჩნეულია მავნედ და ადამიანის გამოყენებისთვის შეუსაბამოდ და კანონმდებლობის შესაბამისად, ხორცი ნადგურდება. მიუხედავად იმისა, რომ ციფრები შეიძლება მაღალი იყოს, უნდა ვთქვათ, რომ წინა წლებთან შედარებით პროგრესი ნამდვილად არსებობს“, - განაცხადა ვასილ ბასილაძემ.

 

მისივე თქმით, წლის განმავლობაში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქვეყნის მასშტაბით 2 030 ბიზნესოპერატორი შეამოწმა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები