| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი(GBC) - შინამეურნეობებში საინფორმაციო
და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების
2022 წლის გამოკვლევის შედეგების
მიხედვით, ინტერნეტით
უზრუნველყოფილია საქართველოს
შინამეურნეობების 88.4%, რაც
წინა წლის
ანალოგიურ მაჩვენებელს
2.3 პროცენტული პუნქტით აღემატება.
ინტერნეტით უზრუნველყოფილი შინამეურნეობების წილი
1.4 პროცენტული პუნქტით გაიზარდა
საქალაქო, ხოლო
3.5 პროცენტული პუნქტით სასოფლო
დასახლებებში და,
შესაბამისად, 92.8% და 82.4% შეადგინა. რეგიონების
მიხედვით ყველაზე
მაღალი მაჩვენებელი
თბილისსა და
აჭარის ა.რ.-ში
დაფიქსირდა და,
შესაბამისად, 94.8% და 93.3% შეადგინა.
ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია ინტერნეტით უზრუნველყოფილი შინამეურნეობების წილი დასახლების ტიპისა და რეგიონების მიხედვით:
გამოკვლევის შედეგების მიხედვით,
ბოლო 3 თვის
განმავლობაში ინტერნეტით
ისარგებლა 6 წლის
და უფროსი
ასაკის მოსახლეობის
79.8%-მა, რაც
2.4 პროცენტული პუნქტით აღემატება
წინა წლის
ანალოგიურ მაჩვენებელს.
საქალაქო დასახლებებში
აღნიშნული მაჩვენებელი
85.6 %, ხოლო
სასოფლო დასახლებებში
70.9%-ით განისაზღვრა. ეს
მაჩვენებელი ქალების
შემთხვევაში 79%, ხოლო კაცების
შემთხვევაში 80.2%-ს შეადგენს. ასაკობრივი ჯგუფების
მიხედვით, ამ
მაჩვენებლის მნიშვნელობა
ყველაზე მაღალია
15-29 წლის მოსახლეობაში და
98.7%-ს შეადგენს.
ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია 6 წლის და უფროსი ასაკის იმ მოსახლეობის პროცენტული წილი, რომლებმაც ბოლო 3 თვის განმავლობაში გამოიყენეს ინტერნეტი:
15 წლის და
უფროსი ასაკის
მოსახლეობიდან, რომლებიც
ბოლო 3 თვის
განმავლობაში სარგებლობდნენ ინტერნეტით,
92.8% ინტერნეტს
ყოველდღე ან
თითქმის ყოველდღე
მოიხმარდა, 6.4% - კვირაში
ერთხელ მაინც
(თუმცა არა
ყოველდღე), 0.8 % კი
- უფრო იშვიათად.
ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია 15 წლის და უფროსი ასაკის იმ მოსახლეობის განაწილება ინტერნეტის გამოყენების სიხშირის მიხედვით, რომლებმაც ბოლო 3 თვის განმავლობაში ისარგებლეს ინტერნეტით:
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 15 წლის და უფროსი ასაკის, ბოლო სამ თვეში ინტერნეტის მომხმარებელ მოსახლეობაში, ინტერნეტის გამოყენების ძირითად მიზნებს წარმოადგენს სოციალური ქსელების გამოყენება (95.9%), ინტერნეტ (აუდიო/ვიდეო) კავშირი (91.2%), ჯანმრთელობის საკითხებზე ინფორმაციის მოძიება (51.4%), ონლაინ ახალი ამბების/ გაზეთების/ჟურნალების წაკითხვა (49.3%), საქონლისა და მომსახურების შესახებ ინფორმაციის მოძიება (43.3%), ინტერნეტ ბანკინგით სარგებლობა (41.3%), ელ. ფოსტის მიღება/გაგზავნა (40.1%), პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტის (გარდა თამაშებისა) ჩამოტვირთვა (17.7%) და სამუშაოს ძიება ან სამუშაოსთვის აპლიკაციების გაგზავნა (14.1%).
ქვემოთ
მოცემულ დიაგრამაზე
წარმოდგენილია 15 წლის
და უფროსი
ასაკის, ბოლო
3 თვეში ინტერნეტის
მომხმარებელი მოსახლეობის
პროცენტული წილი
ინტერნეტის გამოყენების
ძირითადი მიზნების
მიხედვით:
15 წლის და
უფროსი ასაკის,
ბოლო 12 თვეში
ინტერნეტის მომხმარებელი
მოსახლეობის 23.8 %-მა ინტერნეტის მეშვეობით
შეიძინა ან
შეუკვეთა საქონელი
ან მომსახურება.
აღნიშნული მაჩვენებლის
მნიშვნელობები განსხვავდება
დასახლების ტიპის
მიხედვით: საქალაქო
დასახლებებში - 28.8 %-ია, ხოლო სასოფლო
დასახლებებში - 14.3%. სქესის მიხედვით
მაჩვენებლის მნიშვნელობები ქალებისათვის
26.3 %-ს, კაცებისათვის
კი 21.0%-ს შეადგენს. ასაკობრივი
ჯგუფების მიხედვით
მაჩვენებლის მნიშვნელობები განსხვავებულია: 15-29 წლის
ასაკის მოსახლეობაში
- 37.7%, 30-59 წლის ასაკის
მოსახლეობაში - 22.0 %, ხოლო 60 წლის
და უფროსი
ასაკის მოსახლეობაში
- 8.0 %.
15 წლის
და უფროსი
ასაკის, ბოლო
3 თვეში ინტერნეტის
მომხმარებელთა 99.0%-მა გამოიყენა მობილური
მოწყობილობა (მობილური
ტელეფონი, ლეპტოპი,
პლანშეტი და
ა.შ.)
უსადენო ინტერნეტთან
დასაკავშირებლად. აღნიშნული
მაჩვენებელი ქალებისათვის
99.1%-ს, ხოლო
კაცებისათვის - 98.8%-ს შეადგენს. ამასთან,
ასაკობრივ ჭრილში
ყველაზე მაღალი
პროცენტული მაჩვენებელი
(99.8%) 15-29 წლის მოსახლეობაში დაფიქსირდა.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, კომპიუტერით უზრუნველყოფილია შინამეურნეობების 60.3 პროცენტი. აღნიშნული მაჩვენებლის მნიშვნელობამ საქალაქო დასახლებებში 70.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო სასოფლო დასახლებებში - 46.1 პროცენტი. რეგიონების მიხედვით ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალი თბილისსა და აჭარის ა.რ.-ში დაფიქსირდა და შესაბამისად - 73.6 და 62.7 პროცენტი შეადგინა.
6 წლის და
უფროსი ასაკის
მოსახლეობის 54.4%-მა ისარგებლა კომპიუტერით
ბოლო 3 თვის
განმავლობაში. აღნიშნული
მაჩვენებელი განსხვავებულია დასახლების
ტიპის მიხედვით:
საქალაქო დასახლებებში
63.3%-ია, ხოლო
სასოფლო დასახლებებში
- 40.6%.
ეს მაჩვენებელი
ქალების შემთხვევაში
53.6 %-ს შეადგენს,
ხოლო კაცების
შემთხვევაში - 55.%-ს. ასაკობრივი
ჯგუფების მიხედვით,
კომპიუტერის მომხმარებელთა ყველაზე
მაღალი წილი
6-14 წლის მოსახლეობაში დაფიქსირდა
და 80.7% შეადგინა.
ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია იმ მოსახლეობის წილი, ვინც გამოიყენა კომპიუტერი ბოლო 3 თვის განმავლობაში:
15 წლის და
უფროსი ასაკის,
ბოლო 3 თვეში
კომპიუტერის მომხმარებელთა 74.0% კომპიუტერით
ყოველდღე ან
თითქმის ყოველდღე
სარგებლობდა, 17.9 % - კვირაში ერთხელ
მაინც, 8.1 % კი
- უფრო იშვიათად.
გამოკვლევის
შედეგების მიხედვით,
6 წლის და
უფროსი ასაკის
მოსახლეობის 88.1% ფლობს მობილურ
ტელეფონს, რაც
წინა წლის
ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით
1.8 პროცენტული პუნქტით მეტია.
ამასთან, აღნიშნული
მაჩვენებელი ქალაქის
ტიპის დასახლებებში
2.1 პროცენტული პუნქტით, ხოლო
სოფლის ტიპის
დასახლებებში 1.3 პროცენტული
პუნქტით გაიზარდა
და შესაბამისად
92.0% და
82.0% შეადგინა.
ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია 6 წლის და უფროსი ასაკის იმ მოსახლეობის პროცენტული წილი, ვინც ფლობს მობილურ ტელეფონს:
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss