ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ენერგობაზრის მონაწილეები ბირჟაზე გასასვლელად მზად არიან – პრობლემა გეოპოლიტიკური ვითარებაა
1 სექტემბერი, 2022, 15:27
ენერგობაზრის მონაწილეები ბირჟაზე გასასვლელად მზად არიან – პრობლემა გეოპოლიტიკური ვითარებაა

 თბილისი (GBC) - ენერგეტიკული ბირჟის დირექტორი ირინა მილორავა GBC-სთან საუბრისას ბირჟის ამოქმედების გადავადებას აფასებს და აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება მთავრობის მიერაა მიღებული შესაბამისი არგუმენტების საფუძველზე. მისივე თქმით, თავად ბირჟა და ბაზრის მოთამაშეები სრულად არიან მზად საბირჟო პრინციპებზე გადასასვლელად.

 ირინა მილორავას განცხადებით, თუ გადავადებების წინა შემთხვევები მონაწილეთა მზადყოფნის საკითხებს უკავშირდებოდა, დღეს ამ მხრივ პრობლემა აღმოფხვრილია. მისი თქმით, გადადების მიზეზი რეგიონიში შექმნილი ვითარება და გამოწვევებია. ენერგეტიკული ბირჟის დირექტორის თქმით, ბირჟა სატესტო რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას. მისი ამოქმედება მომავალ წელს იგეგმება.

 მილორავას შეფასებით, ენერგეტიკულ ბირჟის ფუნქციონირებას ბევრი ისეთი  სარგებელი აქვს, როგორიცაა საათობრივი ვაჭრობა და დიფერენცირებული ტარიფები. ბირჟის ამუშავებით სწორი საფასო სიგნალები გაჩნდება. ასევე ბაზრის ფასი დაგინდება მოთხოვნა-მიწოდების თანაფარდობით.

 ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, დღეს არ არის ყველაზე კარგი დრო, ენერგობაზარის თავისუფალ რეჟიმში ფუნქციონირებისათვის. მინისტრის თქმით, დღეს ორ უდიდეს ეკონომიკურ პარტნიოს შორის ომია და შესაბამისი პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე, ბირჟის გახსნა მომავალი წლისათვის გადაიდო.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები