ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ინფლაციამ 10.9% შეადგინა
2 სექტემბერი, 2022, 11:17
ინფლაციამ 10.9% შეადგინა

თბილისი (GBC) - 2022 წლის აგვისტოში ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 10.9 % შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას , აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2022 წლის აგვისტოში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.0%  შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 7.0%-ით განისაზღვრა.

ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ჯგუფების ფასების პროცენტული ცვლილება და შესაბამისი წვლილი ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში წინა წლის აგვისტოსთან შედარებით:

 წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 15.8%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.14 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: პური და პურპროდუქტები (32.4%), რძე, ყველი და კვერცხი (20.8 %), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (20.3 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (19.8 %), ყავა, ჩაი და კაკაო (18.7 %), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (18.6 %), თევზეული (13.6 %), ხორცი და ხორცის პროდუქტები (11.1 %), ხილი და ყურძენი (2.5 %). ამასთან, ფასები შემცირდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-9.6 %); ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 15.6 %-ით, რაც 1.87 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (18.7 %), სატრანსპორტო მომსახურებაზე (14.5 %) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (1.6 %); საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 12.4 %-იანი მატება, რაც 1.19 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე:

ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (22.5 %), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (12.8 %), ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (6.0 %); სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: ფასები მომატებულია 14.9 %-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.63 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც საზოგადოებრივი კვების (15.4 %), ისე ღამის გასათევით მომსახურების (11.7 %) ქვეჯგუფებზე.


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები