| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2022 წლის II კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 19.2%-ით გაიზარდა და 41.7 მილიარდი ლარი შეადგინა. ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2022 წლის II კვარტალში მისი მოცულობა 16.5 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 25.3%-ით მეტია:
2022 წლის II კვარტალში მთლიანი ბრუნვის 61.5 % მოდის მსხვილ ბიზნესზე, 17.5 % - საშუალოზე, ხოლო 21.1 % - მცირე ბიზნესზე. მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 48.0 %, საშუალოზე - 23.5 %, ხოლო მცირე ბიზნესზე - 28.5 %.
საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 2022 წლის II კვარტალში 23.9 მლრდ. ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 24.2 -ით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა - 15.2 მლრდ. ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 28.8%-ით მეტი) შეადგინა. 2022 წლის II კვარტალში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 695.2 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 5.4%-ით მეტია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 42.8 % ქალია, ხოლო 57.2 % - კაცი.
დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 42.2% მსხვილ ბიზნესზე მოდის, 20.2 % - საშუალოზე,
ხოლო
37.7% - მცირე ბიზნესზე.
საანგარიშო
პერიოდში,
დაქირავებულთა
მთლიანმა
რაოდენობამ
656.7 ათასი
კაცი
შეადგინა
(გასული
წლის
შესაბამის
პერიოდთან
შედარებით
5.3 %-ით მეტი), ხოლო საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე - 3 267.4 მლნ. ლარით
განისაზღვრა
(გასული
წლის
შესაბამის
პერიოდთან
შედარებით
23.4 %-ით მეტი).
2022
წლის
II კვარტალში
საშუალო
თვიური
ხელფასი
ბიზნეს
სექტორში
1 625.8 ლარს
გაუტოლდა
(გასული
წლის
შესაბამისი
პერიოდის
მაჩვენებელთან
შედარებით
გაზრდილია
236.2 ლარით),
მათ
შორის
ქალების
ხელფასმა
შეადგინა
1 267.0 ლარი
(გასული
წლის
შესაბამისი
პერიოდის
მაჩვენებელთან
შედარებით
გაიზარდა
168.6 ლარით).
საწარმოთა
ზომის
მიხედვით
საშუალო
თვიური
ხელფასი
შემდეგნაირია:
⦁
მსხვილი
ბიზნესი
– 1 718.1 ლარი
⦁
საშუალო
ბიზნესი
– 1 920.6 ლარი
⦁
მცირე
ბიზნესი
– 1 320.8 ლარი
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss