| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) – საქართველოს ბაზარზე 1 ტომარა ფქვილის ფასი ცხრა
ლარით შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია“
ავრცელებს.
ასოციაციის დირექტორი ლევან სილაგავა ამბობს, რომ ტენდენცია დამაიმედებელია
და ბაზარზე ოპტიმისტური ძვრები შეინიშნება.
„ხორბლის ფასმა დაიკლო რეგიონულად. ზოგადად, მსოფლიოში ტენდენცია
კლებისკენ არის. შესაბამისად, ბოლო ორი კვირაა, მიმდინარეობს ფასების ვარდნა როგორც
ხორბალზე, ასევე ფქვილზე. პირველი ხარისხის ფქვილის ფასი იყო 85 ლარი, შემდგომ 80 და
ახლა 50-კილოიანი ერთი ტომარა ფქვილის ფასი არის 76 ლარი. ეს ტენდენცია დამაიმედებელია
და ბაზარზე შეინიშნება ოპტიმისტური ნიშნები. თუ განვიხილავთ ადგილობრივი ბაზრის პერსპექტივას,
შესაძლებელია წისქვილკომბინატებმა დაიწყონ მუშაობა. ზოგადად, იცით, რომ წისქვილკომბინატები
იყო გაჩერებული. ხორბალზე რუსეთის საექსპორტო საბაჟო გადასახადი საკმაოდ მაღალი იყო,
100 დოლარს გაცდენილი. დღეს კი 68 დოლარია“, –
აცხადებს ლევან სილაგავა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss