| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2022 წლის II კვარტალში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 19.2%-ით გაიზარდა და 41.7 მლრდ ლარი შეადგინა.
ბიზნეს სექტორის
ბრუნვის სტრუქტურაში
ყველაზე მაღალი
წილი - 38.5% მოდის ვაჭრობის (ავტომობილების და
მოტოციკლების რემონტის
ჩათვლით) დარგზე,
მეორე ადგილზეა
ხელოვნება, გართობა
და დასვენება
28.0%-იანი წილით (ძირითადად აზარტული თამაშები. რედ.), შემდეგ
მოდის დამამუშავებელი მრეწველობა
- 10.3%-იანი
წილით, მშენებლობა
- 5.7%-იანი წილით,
ტრანსპორტი და
დასაწყობება - 5.3%-იანი წილით,
ელექტროენერგიის, აირის,
ორთქლის და
კონდიცირებული ჰაერის
მიწოდება - 3.3%-იანი წილით,
ხოლო 8.9%
დანარჩენ დარგებზე
ნაწილდება:
ამ პერიოდში ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვებაში პირველ და მეორე ადგილებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (24.3%) და ვაჭრობა (19.3%), შემდეგ მოდის მშენებლობა (15.7 %) და ტრანსპორტი და დასაწყობება (9.6 %), ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში 31.1%-იანი წილი უჭირავს.
2022 წლის II კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ბიზნეს სექტორში ვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი), დამამუშავებელი მრეწველობისა და ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგები ლიდერობენ შესაბამისად, 27.7, 13.0 და 10.5 პროცენტიანი წილებით. სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდის აგრეთვე მშენებლობის (8.3 %), ტრანსპორტისა და დასაწყობების (8.%), ინფორმაცია და კომუნიკაციის (4.9 %) და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების (4.8 %) დარგის საწარმოებზეც:
ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის განაწილება სქესისა და ეკონომიკური საქმიანობის სახეების მიხედვით:
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss