ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ქუთაისის აეროპორტი რეკორდული რაოდენობის რეისსა და მგზავრს მოემსახურა
6 სექტემბერი, 2022, 15:14
ქუთაისის აეროპორტი რეკორდული რაოდენობის რეისსა და მგზავრს მოემსახურა

თბილისი (GBC) – აგვისტოში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 27%-ით, რეისების რაოდენობა კი 64%-ით გაიზარდა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 2022 წლის აგვისტოში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი ისტორიულად ყველაზე მეტს რეისსა და მგზავრს მოემსახურა. საანგარიშო პერიოდში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტით 111 566–მა მგზავრმა ისარგებლა (2019 წლის აგვისტო – 87 969 მგზავრი).

მგზავრთნაკადის გარდა, აგვისტოში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო მიმოსვლის დინამიკამ  ავიარეისების რაოდენობის ზრდის კუთხითაც ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. აგვისტოში, აეროპორტში რეისები 64%-ით გაიზარდა და 450 რეისს მოემსახურა ( 2019 წლის აგვისტო - 274 რეისი).

,,ჩვენი პოზიტიური მოლოდინები საჰაერო დინამიკის ზრდის კუთხით კვლავ გამართლდა. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის გასული თვეები არსებობის მანძილზე ისტორიულად ყველაზე დატვირთული იყო. აგვისტოს თვეში ივლისის თვის რეკორდული მაჩვენებელიც გავაუმჯობესეთ. ეს არის ავიაკომპანია Wizz Air-ის მიერ  ჩვენს აეროპორტში მეორე ბაზირებული საჰაერო ხომალდის დაბრუნებისა და ინდური ავიაკომპანია Spice jet-ის მიერ რეგულარული ჩარტერული რეისების დამატების შედეგი. ამ სიახლეებმა ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადისა და რეისების ზრდას შეუწყო ხელი“, – აცხადებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 6 ავიაკომპანია 17 ქვეყნის 28 მიმართულებით ოპერირებს. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები