| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) – მსოფლიოს წამყვანმა ფინანსურმა გამოცემამ Global Finance-მა საქართველოს
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა
გვენეტაძე 2022 წლის მსოფლიოს ცენტრალური ბანკების საუკეთესო მმართველთა შორის დაასახელა
- მისთვის ეს ზედიზედ მეხუთე ჯილდოა.
Global Finance ცენტრალური ბანკების მმართველების რეიტინგს
1994 წლიდან აქვეყნებს და მათი შეფასება "A"-დან "F"-მდე შკალით
დგება, სადაც “A” ბრწყინვალე შედეგების ხოლო "F” სრულ ჩავარდნას ნიშნავს. რეიტინგი
რამდენიმე მნიშვნელოვანი კრიტერიუმის გათვალისწინებით ყალიბდება, როგორებიცაა ინფლაციის
კონტროლი, ეკონომიკური ზრდის მიზნები, ვალუტის სტაბილურობა და საპროცენტო განაკვეთების
მართვა. ეს ჯილდო საერთაშორისო ფინანსურ საზოგადოებაში ფართოდ არის აღიარებული, დაჯილდოებული
პირებისა და ცენტრალური ბანკების მაღალ რეპუტაციასა და წარმატებულ საქმიანობაზე მეტყველებს
და მრავალი წელია, ბრწყინვალე სამუშაო შედეგების აღიარებულ და სანდო სტანდარტად იქცა.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი Global Finance-მა თავის რეიტინგებში პირველად 2018 წელს ჩართო და იგი უკვე მეხუთე წელია, ცენტრალური ბანკების იმ საუკეთესო მმართველთა სიაში ხვდება, რომელთაც A და A- შეფასება მიიღეს. მმართველების ამ ჯგუფის დაჯილდოების ცერემონია, ტრადიციულად, ოქტომბერში, ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების დროს გაიმართება.

| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss