ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
წყალტუბოსა და სამი სოფლის წყალმომარაგება 32 მლნ დაჯდება
7 სექტემბერი, 2022, 14:09
წყალტუბოსა და სამი სოფლის წყალმომარაგება 32 მლნ დაჯდება

თბილისი (GBC) - სახელმწიფო პროგრამის ,,მშენებლობა განვადებით'' ფარგლებში, შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია 35.7 მლნ ლარიან ელექტრონულ ტენდერი ჩაატარა, რომელიც ქალაქ წყალტუბოს და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 3 სოფლის (გუმბრა, თერნალისა და გვიშტიბი) წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტირება-მშენებლობას გულისხმობს.

წინადადებების მიღება 2 სექტემბერს დასრულდა. ტენდერი შერჩევა/შეფასების ეტაპზეა და ერთადერთი კანდიდატი შპს ,,თექ ჰაივეია’’.

ტენდერის შეთავაზებებში ჩანს, რომ შპს ,,თექ პაივეი’’ აღნიშნულ სამუშაოებს 31,99 მლნ ლარად შეასრულებს.

საპროექტო მომსახურების განხორციელების ვადა ექსპერტიზის ჩათვლით, ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 თვეა, ხოლო სამშენებლო სამუშაოების განხორციელების ვადა - 24 თვე.

ტენდერის დოკუმენტაციის მიხედვით სამუშაოების საგარანტიო ვადად 1 წელია განსაზღვრული.

თექ პაივეი დარეგისტრირებულია 2017 წელს ადიგენის რაიონში. ტენდერების მონიტორის მიხედვით, მან 13-ჯერ მოიგო სახელმწიფო ტენდერი. მოგებული ტენდერების საერთო სავარაუდო ღირებულება 15 მლნ ლარამდეა.

კომპანიის მფლობელთა სტრუქტურა კი ასეთია:

თამარი ხაბელაშვილი 55%;

ჯაბა ჩხარტიშვილი 27%;

იოსებ ჯაფარიძე 18%.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები