| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) –
USAID-ის სოფლის განვითარების პროგრამის ინიციირებით საქართველოში დაიწყო ექსპორტის
ხელშეწყობის პროგრამა, რომელშიც სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის სამინისტროების სააგენტოებიც
არიან ჩართული. პროექტი გულისხმობს აგრომწარმოებლებისთვის იმ უნარების შეძენას, რომელიც დაეხმარება,
როგორც შემსყიდველების მოძებნაში, ასევე მათთან მოლაპარაკების წარმოებაში და წინადადებების ფორმირებაში. ამის შესახებ სოფლის
განვითარების სააგენტოს დირექტორმა ილია თამარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, შეირჩა
ერთი ევროპული ქვეყანა, გერმანია, სადაც მიღებული გამოცდილება თავისუფლად გავრცელდება
ევროკავშირისა თუ შენგენის ქვეყნებზე, და ასევე
გალფის ქვეყნები, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მსყიდველობითი უნარის მქონე
ბაზარი.
„საერთაშორისო კომპანია
OCO Global, თითოეულ კომპანიას დაეხმარება
შეთავაზების, წინადადების ფორმირებაში და ასევე ჩაერთვება მოლაპარაკების პროცესში.
საბოლოოდ პროგრამაში 50 კომპანია ჩაერთვება. ამ პროგრამის განხორციელების შემდგომ,
აგრომწარმოებლები შეძლებენ მომავალში დამოუკიდებლად გააგრძელონ საექსპორტო ბაზარზე
მუშაობა“, - განაცხადა თამარაშვილმა.
პროგრამაში ბენეფიციარებისთვის
მთელი ქვეყნის მასშტაბით პირველ ეტაპზე შერჩეულია 80-მდე ექსპორტზე ორიენტირებული კომპანია. ლურჯი მოცვის, კაკლოვანი კულტურებისა
და სურსათის მწარმოებლები (ჩაი, მშრალი ჩირი, წვენები და სხვა).
ექსპორტის საბაზრო კავშირების
დამყარების პროგრამა ხორციელდება საქართველოს აგროექსპორტის ჯგუფის საშუალებით, რომელიც
ერთობლივად ჩამოაყალიბეს USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამამ, სოფლის განვითარების სააგენტომ და სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss