ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
აფხაზები ტვირთების ტრანზიტზე თბილისთან მოლაპარაკებებისთვის მზად არიან
7 სექტემბერი, 2022, 16:48
აფხაზები ტვირთების ტრანზიტზე თბილისთან მოლაპარაკებებისთვის მზად არიან

თბილისი (GBC) – ოკუპირებულ აფხაზეთში ენგურის ადმინისტრაციულ საზღვარზე ტვირთების გადაზიდვაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნის შესაძლებლობას განიხილავენ. სოხუმში მზადყოფნას გამოთქვამენ თბილისთან ამ საკითხზე სასაუბროდ. ეს ყველაფერი კი სოხუმსა და მოსკოვს შორის ურთიერთობის დაძაბვის ფონზე მიმდინარეობს. აფხაზეთში ამბობენ, რომ სამხრეთ კავკასიაში ვითარება შეიცვალა და სურთ ფულის გამომუშავება ტვირთების ტრანზიტის მეშვეობით. სოხუმში აღიარებენ, რომ უკვე დაიწყო რუსეთიდან აფხაზეთის გავლით თურქეთში ტვირთების ტრანზიტი.

აფხაზი პოლიტოლოგი, გამოცემა „ჩეგემსკაია პრავდას“ რედაქტორი ინალ ხაშიგი ირწმუნება, რომ საქართველოს მიმართულებით და უკან ტვირთების ტრანზიტი რეგიონში მომხდარი ცვლილებების ნაწილია, რომელიც ყარაბაღის ომის დასრულებას უკავშირდება: ბაქო და ერევანი სატრანსპორტო დერეფნების გახსნაზე შეთანხმდნენ.

 

„თუ ლარსით ვატარებთ ტვირთებს, რატომ არ უნდა დავთანხმდეთ აფხაზეთის მარშრუტზე?“

 

აფხაზების ამ ინიციატივას ჯერ-ჯერობით არ გამოხმაურებია ოფიციალური თბილისი, თუმცა კონფლიქტოლოგი, რეინტეგრაციის ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ აფხაზეთთან მოლაპარაკებების დაწყება აუცილებელია.

პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ამ გზით ქვეყანა დიდ პოლიტიკურ სარგებელს მიიღებს. მისივე თქმით, სატრანზიტო გზის გახსნის შემთხვევაში ნაწილობრივ მოგვარდება ლარსის გამშვებ პუნქტზე გადატვირთული მოძრაობის პრობლემაც.

„ქართული ოცნების ცუდი თვისება ის არის, რომ აფხაზებს არ ესაუბრება. დადებითი ფაქტია, რომ აფხაზეთმა ამ თემაზე მოლაპარაკებების დაწყების მზაობა პირდაპირ გამოთქვა და არა დავუშვათ ჟენევაში, სადაც რუსული მხარეც იქნებოდა ჩართული. პირისპირ საუბარს დიდი მნიშვნელობა აქვს და დალაპარაკება აუცილებელია. ხელაღებით ამ ინიციატივაზე უარის თქმა არ იქნება მისაღები. სწორედ მოლაპარაკებების პროცესში უნდა გამოჩნდეს, თუ რა შესაძლო საფრთხეები ახლავს ამ პროცესს თან. ბუნებრივია, ეს გზა არ უნდა იქცეს რუსეთისთვის სანქციებისგან თავის არიდების საშუალება. თუკი ლარსიდან გადის ტვირთები რუსეთის მიმართულებით, რატომ არ შეიძლება ანალოგიური მოხდეს აფხაზეთზეც? პირობითად - ტვირთი რომელიც სომხეთიდან რუსეთისკენ მიემართება ჩვენს საბაჟოზე მოწმდება, მსგავსად შემოწმდება აფხაზეთის მიმართულებითაც.

შედეგად საქართველო ბევრად მიმზიდველი გახდება ტვირთების გატარების კუთხით და ამ მიმართულებით სხვა ქვეყნებიც დაინტერესდებიან“, - ამბობს ზაქარეიშვილი.

2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად რუსეთმა საქართველოს ორი რეგიონის – აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაცია მოახდინა. მალევე კრემლმა საქართველოს ეს ადმინისტრაციული სუბიექტები დამოუკიდებელ რესპუბლიკებად გამოაცხადა. რუსეთის შეიარაღებული ძალები დღემდე აკონტროლებენ საქართველოს ამ ტერიტორიებს. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები