ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 68% რეინვესტირებაა
8 სექტემბერი, 2022, 11:25
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 68% რეინვესტირებაა

თბილისი (GBC) - საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2022 წლის II კვარტალში $351.8 მლნ შეადგინა, რაც 2021 წლის II კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 9.1%-ით მეტია. ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დინამიკას 2020-2022 წლებში:



2022 წლის II კვარტალში სააქციო კაპიტალი, წინა წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემებთან შედარებით 2.3-ჯერ გაიზარდა და $90.2 მლნ.  შეადგინა, ხოლო რეინვესტიციის წილი მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 68.3%-ით განისაზღვრა.

2022 წლის II კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები შემდეგნაირად განაწილდა:

პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო - $64.7 მლნ. ,რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 18.4 %  შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება ნიდერლანდები - $44.8 მლნ. (12.7%), ხოლო მესამეზე იაპონია -$ 41.8 მლნ. (11.9%)

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განაწილება 2022 წლის II კვარტალში, ეკონომიკის სექტორების მიხედვით მოცემულია ცხრილში:

2022 წლის II კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა და $76.6 მლნ. შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 21.8%-ია. მეორე ადგილს იკავებს უძრავი ქონების სექტორი - $75.6 მლნ.  (21.5%), ხოლო მესამეზე იმყოფება საფინანსო სექტორი $47.6 მლნ. (13.5 %). 2022 წლის II კვარტალში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ეკონომიკის სექტორების მიხედვით წარმოდგენილია დიაგრამაზე:


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები