ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
საქართველოს ბანკის დაფინანსებით „აგროკონსორციუმის“ პროდუქცია ექსპორტზე გადის
8 სექტემბერი, 2022, 11:50
საქართველოს ბანკის დაფინანსებით „აგროკონსორციუმის“ პროდუქცია ექსპორტზე გადის

თბილისი (GBC) – საქართველოს ბანკთან თანამშრომლობით წეროვანში კომპანია „აგროკონსორციუმი“ ყველისა და ნაღების წარმოებასთან ერთად, სოუსების წარმოებას ავითარებს. კომპანიის პროდუქციიდან ჩილის სოუსი და ნატურალური კარაქი კი უკვე ექსპორტზე, ამიერკავკასიის ქვეყნებში გადის. პროექტის ჯამური ღირებულება 973 000 ლარია. ბანკის ინვესტიცია 417 000 ლარს შეადგენს.

„ჩვენი კომპანია გამოირჩევა იმით, რომ დივერსიფიცირებულია რამდენიმე მიმართულებით და ვაწარმოებთ, როგორც ყველს, ნატურალურ კარაქს, სპრედებს და  სპეციალურ ცხიმებს, ასევე, სოუსებს. საწარმოს გააჩნია ტიპოგრაფია და შესაფუთი მასალების დამზადების საამქრო, რაც მნიშვნელოვან კონკურენტულ უპირატესობას გვანიჭებს. გასულ წელს 825 000 კგ ყველი ვაწარმოვეთ, ხოლო წარმოებული სპრედების რაოდენობამ  781 000 კგ-ს მიაღწია.  გვინდა ჩილის და სხვა სოუსების მოდერნიზება და ავტომატიზაცია მოვახდინოთ. ქარხანაში, ადგილზევე დავამზადებთ ბოთლის შესაფუთ ეტიკეტებსა და თავსახურებს, მოდერნიზებას გავუკეთებთ დაფასოებასაც. ამით საამქროს საწარმოო სიმძლავრეები მნიშვნელოვნად გაიზრდება და შევძლებთ  როგორც  ადგილობრივ,   ასევე რეგიონულ ბაზარზე კიდევ უფრო მეტი წილის დაკავებას“,- განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა, ლევან ბერიაშვილმა.

„ბიზნესის მხარდაჭერა საქართველოს ბანკის ერთ-ერთი უცვლელი პრიორიტეტია. ჩვენ მუდმივად მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ისეთ ბიზნესს, რომელიც წარმატებით ავითარებს საქმიანობას, გადის ექსპორტზე და მუდმივად ზრუნავს განვითარებაზე“, - განაცხადა  საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორმა, გრიგოლ სალიაშვილმა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები