| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) – საქსტატის
მიერ გამოქვეყნებულ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების II კვარტლის მაჩვენებლებთან დაკავშირებით ეკონომიკის დოქტორი რამაზ გერლიანი ამბობს, რომ
როდესაც კონკრეტულ კვარტალში სააქციო კაპიტალი $100 მლნ-საც ვერ აღწევს, ამას საერთოდ
არ ეწოდება უცხოური ინვესტიციის ,,ნაკადები’’.
„ასეთი მცირედი ზრდით პერსპექტივაშიც აღარ არის $1 მილიარდიან ნიშნულზე გასვლა.
2017 წლის 2 მლრდ-მდე რეკორდულ ნიშნულზე ფიქრი ხომ ზედმეტია“, – ამბობს გერლიანი
GBC-სთან საუბარში.
მისივე თქმით, ინვესტიციების
კლება ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ფაქტორებს უკავშირდება და განმარტავს, რომ
„ნებისმიერი შეზღუდვა და რეგულაციები ცუდი სიგნალია ინვესტორებისთვის, რაც ჩვენს რეალობაში
მზარდია“.
გერლიანის აზრით, ინვესტორები
საინვესტიციო გარემოს არარეზიდენტების მიერ ქონების ფლობის მაჩვენებლით აფასებენ. ასევე,
მისივე თქმით, რიგ ნეგატიურ ფაქტორებშია ეროვნული ვალუტის არასტაბილურობა.
საქსტატის ცნობით, მეორე
კვარტალში საქართველოში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა $351.8მლნ შეადგინა. აქედან
რეინვესტირების მაჩვენებელმა 68.3%,ხოლო სააქციო კაპიტალმა 25.6% შეადგინა. უცხოური
ინვესტიციების მოცულობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9.1%-ით მეტი შეადგინა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss