ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
კობა გვენეტაძე პარლამენტში სებ–ის 2021 წლის ანგარიშს წარადგენს
8 სექტემბერი, 2022, 17:34
კობა გვენეტაძე პარლამენტში სებ–ის 2021 წლის ანგარიშს წარადგენს

თბილისი (GBC) – საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) პრეზიდენტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ეროვნული ბანკის 2021 წლის ანგარიშს წარადგენს, რომელიც ფულად-საკრედიტო, სავალუტო და საზედამხედველო პოლიტიკის მიმოხილვას და აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებას მოიცავს.

სებ–ის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ეროვნული ბანკის მანდატს და ძირითად ამოცანას - ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფას.

ეროვნული ბანკის ძირითადი ამოცანა ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფაა. ამასთანავე, ეროვნულმა ბანკმა უნდა უზრუნველყოს ფინანსური სისტემის სტაბილურობა და გამჭვირვალობა და ქვეყნის მდგრად ეკონომიკურ ზრდას ხელი ისე შეუწყოს, რომ მისი ძირითადი ამოცანის შესრულებას საფრთხე არ შეექმნას. ფასების სტაბილურობა, თავის მხრივ, საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის ისეთი დონის არსებობას გულისხმობს, რომელიც გრძელვადიან პერიოდში მაღალი და მდგრადი ეკონომიკური ზრდისთვის არის ოპტიმალური.  ეს გახლავთ ცენტრალური ბანკების არსი, და ამავდროულად, სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებისაგან განმასხვავებელი ნიშანი - გადაწყვეტილებების მიღებისას თუ პოლიტიკის გატარებისას იფიქროს მათ გრძელვადიან შედეგსა თუ ეფექტიანობაზე. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, თუ როგორ მუშაობს ცენტრალური ბანკის ის ბერკეტები, რომლითაც ინფლაციის შებოჭვაა შესაძლებელი. რეალურად, ეროვნული ბანკის ხელში მხოლოდ მოთხოვნაზე მოქმედი ფაქტორებია, რითაც მას ქვეყნის შიგნით ეკონომიკური სუბიექტების ხარჯვის შემცირება შეუძლია. მარტივი მოთხოვნა-მიწოდების ლოგიკით, თუ სუბიექტები ნაკლებს დახარჯავენ, კომპანიებიც ფასებს მეტად ვეღარ გაზრდიან. თუმცა, იმისათვის რომ ადამიანებმა ხარჯვას მოუკლონ, საპროცენტო განაკვეთები უნდა გაიზარდოს, რათა ნაკლები სესხები გაიცეს. მაგრამ საპროცენტო განაკვეთების ზრდაც ცალკე ხარჯია მოსახლეობისთვის, რაც ჩვენ სრულად გააზრებული გვაქვს.  ზუსტად ეს არის ცენტრალური ბანკების დილემა შოკების დროს და ამიტომაცაა, რომ ცენტრალური ბანკების პოლიტიკა მაქსიმალურად სწორი ბალანსის დაცვაა", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები