| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი
(GBC) – ყატარის საინვესტიციო სააგენტოს წარმომადგენლებმა ეკონომიკის მინისტრ ლევან
დავითაშვილთან ორშაბათს გამართულ შეხვედრაზე დადებითად შეაფასეს საქართველოს ბიზნეს
და საინვესტიციო კლიმატი და ინტერესი გამოთქვეს, უკეთ შეისწავლონ ცალკეული საინვესტიციო
პროექტები. ამავე დროს, ხაზი გაესვა იმასაც, რომ საქართველო და ყატარი წარმატებით თანამშრომლობენ
ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში, მათ შორისაა, სამოქალაქო ავიაცია, ტურიზმი, ორმხრივი
ვაჭრობა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა და სხვ.
შეხვედრაზე
ყატარის მხარის წარმომადგენლები გაეცნენ პრეზენტაციას საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების,
მაკროეკონომიკური ვითარების, ლიბერალური ბიზნეს გარემოს და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების
შესახებ, რომლის თანახმადაც ქვეყანაში წარმოებული პროდუქციის დიდი ნაწილი ნულოვანი
განაკვეთით გადის მსოფლიო ბაზრის 1/3 - ზე.
დიპლომატიური
ურთიერთობები საქართველოსა და ყატარს შორის 1993 წლის 16 მარტს დამყარდა.
საქართველოს
მთავრობის გადაწყვეტილებით, 2012 წლის 1–ლი ნოემბრიდან ყატარში გაიხსნა საქართველოს
საელჩო. ქართული მხარის საპასუხოდ 2013 წლის აგვისტოში გაიხსნა ყატარის სახელმწიფოს
საელჩო საქართველოში, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ორ ქვეყანას შორის ორმხრივი
და მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარებას სხვადასხვა სფეროში, მათ შორის პოლიტიკურ,
სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურის, საგანმანათლებლო და ტურიზმის სფეროებში. მხარეები აქტიურად
მუშაობენ ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის კონსულტაციების გამართვის, მაღალი და
უმაღლესი დონის ვიზიტების გაცვლის, ბიზნეს ფორუმების ორგანიზებისა და კულტურული ღონისძიებების
ჩატარების მიმართულებით. ბოლო წლების განმავლობაში გაიმართა მაღალი დონის ვიზიტები,
როგორც დოჰაში, ასევე თბილისში. ყატარელი ინვესტორები გამოხატავენ დიდ ინტერესს საქართველოში
ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და სხვა სფეროებში ინვესტიციების განხორციელების
საკითხში.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss