ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
პრემიერი მთავრობის ვალის შემცირებას აანონსებს
12 სექტემბერი, 2022, 14:43
პრემიერი მთავრობის ვალის შემცირებას აანონსებს

თბილისი (GBC) - პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებები მზადდება. ცვლილებები მოიცავს ბიუჯეტის დეფიციტისა და მთავრობის ვალის შემცირებას.

პრემიერის განცხადებით  მთავრობის ვალი მშპ-სთან მიმართებაში 51%-ის ნაცვლად 40% იქნება. განცხადებაში ნათქვამია,რომ წელს მთავრობა დაგეგმილზე 710 მლნ ლარით ნაკლებ ვალს აიღებს.

ამასთან ბიუჯეტის დეფიციტის მოცულობა მშპ-ს 4.4%- დან 3.2%-მდე იცვლება.

პრემიერ მინისტრის განცხადებით, აღნიშნული ცვლილება ძლიერი ეკონომიკური ზრდის პარამეტრების გათვალისწინებით მოხდა.


,,დეფიციტისა და ვალის შემცირების პარალელურად, დამატებითი თანხები  უნდა მივმართოთ ჩვენ, ერთი მხრივ, აღებული ვალდებულებების დასაფინანსებლად და მეორე მხრივ, სხვადასხვა მიმართულებით, იქნება ეს პოლიცია, ჯარი, ინფრასტრუქტურა, საწარმოების დაფინანსება, სოფლის მეურნეობა, სოციალური პოლიტიკა, ჯანდაცვა, სპორტი’’. განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერი აღნიშნულ წინსვლას სწორ, გონივრულ და ეროვნულ ინტერესებზე გათვლილ პოლიტიკას უკავშირებს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები