ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ცვლილებები „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ კანონშიც შედის
12 სექტემბერი, 2022, 14:47
ცვლილებები „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ კანონშიც შედის

თბილისი (GBC) – დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა კანონპროექტი „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე პირველი მოსმენით განიხილა და პლენარულ სხდომაზე მის გატანას მხარი დაუჭირა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გურამ გურამიშვილმა საკანონმდებლო ცვლილების არსზე ისაუბრა. მისი განმარტებით, წარმოდგენილი კანონპროექტი აყალიბებს საკანონმდებლო ბაზას, რომელიც ქვეყანაში შეთანხმებით დადგენილი მოთხოვნების საფუძველზე, სატრანსპორტო საშუალებების და მათი შემადგენელი კომპონენტების წარმოებას და ტიპის დამტკიცებას უზრუნველყოფს.

კანონპროექტის მიხედვით, განისაზღვრება  ახალი ტერმინები, როგორიცაა „ტიპის დამტკიცება" და „მოწყობილობა, ნაწილი, სისტემა, კომპონენტი და ცალკეული ტექნიკური ერთეული". ასევე,  განისაზღვრება ტიპის დამტკიცებაზე უფლებამოსილი ორგანო, ხოლო ტიპის დამტკიცების წესი დგინდება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით კომიტეტმა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები