| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) – უკრაინელმა
პოლიციელებმა კიევის ოლქში კილერების ჯგუფის წევრი, რუსეთის მოქალაქე დააკავეს, რომელიც
2019 წელს ქართველი მაგნატის ნიკოლოზ დავითაშვილის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი.
ამის შესახებ
RBC-Ukraine კიევის ოლქის პოლიციის უფროსზე ანდრეი ნებიტოვზე დაყრდნობით წერს.
პოლიციის უფროსმა აღნიშნა,
რომ ჩეჩნეთის რესპუბლიკაში დაბადებული 39 წლის კაცი დიდი ხნის განმავლობაში იძებნებოდა
საერთაშორისო მასშტაბით.
აღინიშნება, რომ 52
წლის ბიზნესმენი 2019 წლის 26 ნოემბერს დაიკარგა კიევის ცენტრში, ხოლო მოგვიანებით
მისი ცხედარი ჭაში იპოვეს მრავლობითი ცეცხლსასროლი ჭრილობებით.
„ცივსისხლიანი მკვლელობა
განზრახ და წინასწარი შეთანხმებით ჩაიდინა დამნაშავეთა ჯგუფმა. მკვლელებმა დაზარალებულს
მკერდისა და ყელის არეში რამდენჯერმე ესროლეს“, – ამბობს ნებიტოვი.
დაკავებულს სასჯელის
სახით სამუდამო პატიმრობა ემუქრება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss