ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის თავისუფალ ვაჭრობაზე დიალოგი იწყება
13 სექტემბერი, 2022, 10:28
საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის თავისუფალ ვაჭრობაზე დიალოგი იწყება

თბილისი (GBC) – საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის დამყარების მიზნით მიმდინარე თვეში დაიწყება დიალოგი. ამის შესახებ სამშაბათს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ვაჭრობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს შორის გამართულ შეხვედრაზე ითქვა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნა ხელსაყრელ კლიმატს შექმნის ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების ხელშეწყობისა და განვითარებისათვის.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ვაჭრობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს აჰმედ ალი ალ საიღის შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში არსებულ თანამშრომლობას. აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული პოლიტიკური დიალოგი მაღალ ნიშნულზეა, რასაც მოწმობს ბოლო წლებში საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მაღალი დონის ვიზიტები.

განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოში არსებული ხელსაყრელი ბიზნესგარემო. აღინიშნა, რომ საქართველოში არაერთი პროექტია არაბული ინვესტიციით დაფინანსებული და მისასალმებელია, რომ მათი რიცხვი მზარდია.

ღარიბაშვილმა არაბთა გაერთიანებული საამიროების მთავრობას საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებისთვის მადლობა გადაუხადა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას სტუმართა მხრიდან ფედერალური სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე  აბდულა ალ მაზრუი, აბუ დაბის განვითარების ფონდის ოპერაციების დირექტორი ადელ ალ ჰოსანი, Dhabi Group-ის მმართველი დირექტორი სამი ედვარდ ადამსი, კომპანია Etihad Credit Insurance - ის აღმასრულებელი დირექტორი მასიმო ფალკონი, დუბაის მრეწველობისა და ექსპორტის კორპორაციის გენერალური დირექტორი საიდ ალ ავადი, ხოლო საქართველოს მხრიდან ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პაატა კალანდაძე ესწრებოდნენ.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები