ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ბაზისბანკის ინვესტიციით გორში ინტენსიური ტიპის ვაშლის ბაღები გაშენდა
13 სექტემბერი, 2022, 10:32
ბაზისბანკის ინვესტიციით გორში ინტენსიური ტიპის ვაშლის ბაღები გაშენდა

თბილისი (GBC) – ბაზისბანკმა, შეღავათიანი აგრო კრედიტის პროგრამის ფარგლებში, გორის რაიონ სოფელ ძევერასა და მარანაში ვაშლის ბაღების გასაშენებლად მნიშვნელოვანი ინვესტიცია განახორციელა.

პროექტის ჯამური ღირებულება 2.5 მილიონი ლარია, აქედან ბაზისბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიციის მოცულობამ 1 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. მსესხებლებმა ასევე ისარგებლეს სახელმწიფო პროექტის, „დანერგე მომავალი“ თანადაფინანსებით.

„მარანას ბაღსა“ და „ძევერას ბაღში“ თანამედროვე, ინტენსიური ტიპის ვაშლის ბაღები ჯამურად 14 ჰექტარ ფართობზე გაშენდა, საიდანაც ერთ ჰექტარზე დაახლოებით 4000-მდე ვაშლის ნერგი დაირგო. უკვე წელს, ბაღის მოსავლიანობა 70 ტონას მიაღწევს და პროდუქციის რეალიზება სრულად მოხდება ქართულ ბაზარზე. მომავალში, მოსავლიანობის ზრდასთან ერთად, დაგეგმილია პროდუქციის რეალიზაცია უცხოურ ბაზრებზე. ბაღებში ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.

ბაღებში სრულად არის გამართული თანამედროვე სარწყავი სისტემები, ხოლო ამ ეტაპზე სეტყვისგან დამცავი ბადისა და მისი საყრდენი სისტემების მონტაჟი მიმდინარეობს.

„ყოველთვის მზად ვართ მხარი დავუჭიროთ და მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ აგრო მეწარმეობის განვითარებაში, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს ქვეყანაში ბიზნესის გაძლიერებასა და ეკონომიკის განვითარებას. გვჯერა, რომ ბაზისბანკის ფინანსური ჩართულობა წარმატებული იქნება და ჩვენი პარტნიორობა  გაფართოების კიდევ მეტ შესაძლებლობას მისცემს მეწარმეებს. მუდმივად ჩართული ვართ აგრო სექტორის განვითარებაში და ფინანსური დახმარებას ვუწევთ სოფლის მეურნეობის სექტორს ყველა მიმართულებით.“ - აღნიშნა ბაზისბანკის კომერციულმა დირექტორმა, გიორგი გაბუნიამ.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები