ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
მთავრობის შტატგარეშე ბიუროკრატია იზრდება
13 სექტემბერი, 2022, 12:50
მთავრობის შტატგარეშე ბიუროკრატია იზრდება

თბილისი (GBC) - მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში სახელმწიფო ბიუჯეტიდან შტატგარეშე თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებაზე 195 მლნ ლარი დაიხარჯა, რაც 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 42 მლნ ლარით (27%-ით), ხოლო 2020 წლის მაჩვენებელზე 69 მლნ ლარით (55%-ით) მეტია.

„ბიუჯეტის შესრულების ანგარიშებში ფინანსთა სამინისტრომ უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია უწყებების მიხედვით, თუ სად რამდენი შტატგარეშე თანამშრომელია დასაქმებული და რა თანხა იხარჯება მათ ანაზღაურებაზე. შტატგარეშედ დასაქმებულებზე გაწეული ხარჯების ზრდა თანხების არაეფექტიან ხარჯვაზე და ნეპოტიზმზე აჩენს კითხვებს, რადგან შტატგარეშედ სამსახურში მიღება ნაკლებად კონტროლდება კანონმდებლობით“, - ამბობენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში“.

მასთან, 2021 წლის პირველ ნახევართან შედარებით, 2022 წლის პირველ ექვს თვეში შრომის ანაზღაურების ხარჯი 8%-ით არის გაზრდილი, ხოლო საქონლის და მომსახურების - 16%-ით. შრომის ანაზღაურების ხარჯის ზრდა მიმდინარე წლის იანვრიდან სახელმწიფო სექტორში ხელფასების ზრდამ განაპირობა.

2022 წლის პირველ ნახევარში მივლინებებზე 19 მლნ ლარი დაიხარჯა, რაც 2021 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს 9.6 მლნ ლარით ჩამორჩება. პანდემიამდე, 2019 წლის 6 თვეში მივლინებებზე 40 მლნ ლარამდე დაიხარჯა.

              

 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები