| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC)
- საქართველოსა და
აზერბაიჯანის ენერგოსისტემები ერთმანეთს
უფრო მდგრადად
და უსაფრთხოდ
დაუკავშირდება. ეკონომიკისა
და მდგრადი
განვითარების მინისტრის
მოადგილე რომეო
მიქაუტაძემ ორი
ქვეყნის საზღვარზე
დასრულებული მასშტაბური
ენერგეტიკული ობიექტი
- ე.წ.
ორჯაჭვა 330 კვ ძაბვის
ელექტროგადამცემი ხაზი
დისპეტჩერული დასახელებით
„გარდაბანი-1" და „გარდაბანი-2"
დაათვალიერა.
მინისტრის მოადგილის განცხადებით,
ახალი ორჯაჭვა
ელექტროგადამცემი ხაზის
თითოეული ჯაჭვის
დატვირთვა 700 მგვტ სიმძლავრითაა
შესაძლებელი, დღეს
არსებული 250 მგვტ-ს
ნაცვლად, რაც
მნიშვნელოვნად გაზრდის
საქართველოს ენერგოსისტემის მდგრადობას
და უსაფრთხოებას,
აამაღლებს ქვეყნის
მოსახლეობის უწყვეტი
ელექტროენერგიით მომარაგების
საიმედოობას.
პროექტი „330 კვ ელექტრო
გადამცემი ხაზის
გარდაბანი-აღსტაფას
გაორჯაჭვიანება", საქართველოს გადამცემი
ქსელის განვითარების
2020-2030 და 2021-2031 ათწლიანი გეგმების
შესაბამისად, სს
„საქრუსენერგომ" განახორციელა. პროექტის
ბიუჯეტმა 34,5 მლნ ლარი
შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ მშენებლობას
მონიტორინგს უწევდა
შპს „საინჟინრო
მონიტორინგის ჯგუფი",
სამშენებლო პროცესი
ასევე მიმდინარეობდა შპს
„არქეოლოგიის განვითარების
ფონდის" ზედამხედველობით.
330 კვ ხაზი
„გარდაბანი-1" ენერგოსისტემაში ჩაერთო
2022 წლის 30 მაისს, „გარდაბანი-2"-ის ქსელში
ჩართვა მოხდება
გარდაბნის ქვესადგურში
ახალი ავტოტრანსფორმატორის მონტაჟისა
და შესაბამისი
უჯრედის მოწყობის
შესაბამისად.
ორჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის
სიგრძე საქართველოს
ტერიტორიაზე
18,5 კმ, ხოლო მთლიანად
64 კმ-ია.
ელექტროგადამცემი ხაზის
ტრასაზე დამონტაჟდა
69 ანძა და
232 კმ სადენი. ხაზი
ასევე ოპტიკურ-ბოჭკოვანი გვარლითაა
აღჭურვილი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss