| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC)
- 2022 წლის 7 თვეში არაბთა გაერთიანებულ
საამიროებთან,საგარეო სავაჭრო ბრუნვა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან
შედარებით 82%-ით, ხოლო
ექსპორტი 34%-ით
გაიზარდა.
ლევან დავითაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების
სამთავრობო დელეგაციას შეხვდა, სადაც მხარეებმა გაზრდილ სავაჭრო
ბრუნვასა და სამომავლო პერსპექტივაზე ისაუბრეს.ასევე ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას
შორის, თავისუფალი ვაჭრიბის შეთანხმების ამოქმედების პოტენციოალზე.
მხარეებმა
ასევე ისაუბრეს თანამშრომლობაზე ინვესტიციების
სფეროში. დღეის მდგომარეობით, საქართველოში
დარეგისტრირებულია 190 კომპანია არაბთა გაერთიანებული
საამიროებიდან კაპიტალის მონაწილეობით. აღინიშნა,
რომ ამის მიუხედავად
საქართველო მიესალმება ინვესტიციებს საამიროებიდან
ეკონომიკის სხვა სექტორებშიც.
აღინიშნა,
რომ არაბთა გაერთიანებული
საამიროების სამთავრობო დელეგაციასთან ერთად,
საქართველოს ეწვია 40-მდე მსხვილი
კომპანიისა და საინვესტიციო
ფონდების ხელმძღვანელი პირები, რომლებიც დაინტერესებული
არიან საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში
ინვესტიციების განხორციელებით.
შეხვედრის
დასასრულს, საქართველოს სავაჭრო - სამრეწველო პალატას,
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" და
არაბთა გაერთიანებული საამიროების სავაჭრო-სამრეწველო პალატების
ფედერაციას შორის ხელი მოეწერა
ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველო-არაბთა გაერთიანებული
საამიროების ერთობლივი ბიზნეს საბჭოს
შექმნაზე.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss