ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
სომხეთ–აზერბაიჯანის საზღვარზე არტილერია ორივე მხრიდან მუშაობს
14 სექტემბერი, 2022, 10:28
სომხეთ–აზერბაიჯანის საზღვარზე არტილერია ორივე მხრიდან მუშაობს

თბილისი (GBC) – აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო საგანგებო განცხადებას ავრცელებს ოთხშაბათს დილით, რომლის თანახმად, სომხური მხარე საარტილერიო ცეცხლით ბომბავს ლაჩინსა და კელბაჯარს.

სამინისტროს შეტყობინების თანახმად, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა, დაარღვიეს რა 13 სექტემბერს მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, 13–14 სექტემბრის ღამით და ოთხშაბათს დილით ნაღმმტყორცნებითა და სხვადასხვა კალიბრის საარტილერიო დანადგარებით იერიში მიიტანეს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებზე, რომლებიც ლაჩინისა და კელბაჯარის მიმართულებებზე არიან დისლოცირებული.

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების ცნობით, შეიარაღებული ძალები ადეკვატურად პასუხობენ სომხურ მხარეს.

სომხეთის პოზიცია

თითქმის ანალოგიურ განცხადებას ავრცელებს სომხეთის თავდაცვის სამინისტროც, რომლის ცნობით, 14 სექტემბრის ღამით საზღვარზე სროლის ხმა ისმოდა. კერძოდ, როგორც სამინისტროს წარმომადგენელი აცხადებს, ჯერმუკის მიმართულებით აზერბაიჯანულმა მხარემ უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენა. ოთხშაბათს დილით 8:00 საათიდან აზერბაიჯანულმა მხარემ საარტილერიო ცეცხლი გახსნა, იყენებს ნაღმმტყორცნებს და მსხვილკალიბრიან იარაღს, დაიწყო შემტევი მოქმედებები ჯერმუკისა და ვერინ შორჟის მიმართულებებით, აცხადებენ სომხეთის თავდაცვის სამინისტროში.

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ვითარების გამწვავებაზე სრულ პასუხისმგებლობას აზერბაიჯანულ მხარეს აკისრებს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები