| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) – ქართველი
მილიარდერის ბიძინა ივანიშვილის 800–მილიონიანი სარჩელი Credit Suisse Group AG–ის
კუთვნილი სატრასტო ფირმის წინააღმდეგ დიდი გამოცდა იქნება მრავალმილიარდიანი აქტივების
მფლობელი მსოფლიო ინდუსტრიისათვის, წერს სააგენტო Bloomberg.
Credit Suisse
Trust (Singapore) Ltd.-ზე ივანიშვილის გამარჯვებამ შესაძლოა იმის გადაფასებამდე მიგვიყვანოს,
თუ როგორ და როდის ატარებენ უჩვეულო ტრანზაქციებს ან სხვა საეჭვო ქმედებებს სატრასტო
კომპანიები.
„ამ სფეროს წარმომადგენლები,
არა მხოლოდ სინგაპურიდან, თვალს ადევნებენ ამ საქმეს და აინტერესებთ, როგორ განისაზღვრება
მეურვეების ხარისხის სტანდარტი ან ვალდებულებები ბენეფიციარებთან მიმართებით“, – თქვა
ტან ხანგ ვუმ, რომელიც სინგაპურის მართვის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორია და მისი
სპეციალიზაცია სწორედ ისეთი სფეროებია, როგორიცაა ტრასტები და აქტივების მართვა.
ივანიშვილის ქეისმა
შესაძლოა საერთაშორისო ბანკებს, რომლებიც სატრასტო კომპანიებს აკონტროლებენ, სტრატეგიის
გადახედვისკენ უბიძგოს. Credit Suisse–მა ივანიშვილთან სასამართლო დავის დასრულებიდან
მეორე დღესვე გამოაცხადა საერთაშორისო სატრასტო კომპანიის გაყიდვის შესახებ, რომელსაც
მანამდე რეგულარულად ამოწმებდა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss