| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - მიუხედავად რთული საგარეო ვითარებისა, საქართველოს ეკონომიკა ძლიერ ზრდას აჩვენებს - აღნიშნულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პრეს რელიზში. IMF აღნიშნავს რომ მიმდინარე წელს მაღალ ეკონომიკურ ზრდასთან ერთად მზარდია საბიუჯეტო შემოსავლებიც. ამასთან, ფონდის მისიის ხელმძღვანელი ჯეიმს ჯონსი ამბობს რომ ტურიზმი იმაზე სწრაფ აღდგენას აჩვენებს ვიდრე ნავარაუდევი იყო. ფულადი გზავნილების ზრდამ და მიგრაციის ტალღამ კი ხელი შეუწყო შიდა მოთხოვნის მაღალ ნიშნულზე შენარჩუნებას. შედეგად IMF-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 9%-მდე გაზარდა.
„რეგიონში
არსებული სიტუაციიდან გამომდინარე გაურკვევლობა უჩვეულოდ მაღალია, ძირითად რისკს წარმოადგენს
სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის შენელება, სასაქონლო ფასების მაღალ ნიშნულზე
შენარჩუნება და ტურისტული ნაკადების შესაძლო შენელება.
ეს
გარემოება კი მოითხოვს გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნებას და სავალუტო
კურსის მოქნილობას“, -ამბობს ჯეიმს ჯონსი.
სსფ-ს
პროგნოზით წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდა იმაზე მაღალი იქნება ვიდრე მტავრობის
პროგნოზია. მთავრობამ მიმდინარე კვირას დაანონსა რომ პროგნოზი 6.5%-დან 8.5%-მდე გაიზრდება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss