ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
IMF: მაღალ საბიუჯეტო შემოსავლებს ძლიერი ეკონომიკური ზრდა და ინფლაცია განაპირობებს
15 სექტემბერი, 2022, 11:07
IMF: მაღალ საბიუჯეტო შემოსავლებს ძლიერი ეკონომიკური ზრდა და ინფლაცია განაპირობებს

თბილისი (GBC) - საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) მიიჩნევს, რომ საქართველოში მიმდინარე წელს მაღალ საბიუჯეტო შემოსავლებს მაღალი ინფლაცია და ეკონომიკური ზრდა განაპირობებს. სსფ აღნიშნავს რომ დამატებით მიღებული შემოსავლების დაზოგვა სახელმწიფოს დაეხმარება სამომავლოდ ინფლაციის მოთოკვასა და ფისკალური ბუფერების შექმნაში. ფონდის მისის ხელმძღვანელი ჯეიმს ჯონსი ამბობს რომ მთავრობამ 2023 წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას ფონდის მისიის რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინოს.

„მისია დადებითად აფასებს სახელმწიფო საწარმოების მართვის კუთხით მიღწეულ პროგრესს. ამასთან დადებითად ფასდება საჯარო ინვესტიციებისა და ენერგეტიკულ დარგში ინვესტიციების კუთხით მიღწეული შეთანხმება. ამ რეფორმების წარმატებით განხორციელება დაეხმარება ქვეყანას შეინარჩუნოს ფისკალური მდგრადობა, რაც საშუალო ვადიან პერიოდში ქვეყნის ეკონომიკას მეტად მდგრადს გახდის“, - ამბობს ჯეიმს ჯონსი.

რაც შეეხება ინფლაციას, ჯეიმს ჯონსი ამბობს რომ ეროვნულმა ბანკმა უნდა განაგრძოს ინფლაციურ პროცესებზე დაკვირვება და საჭიროების შემთხვევაში კვლავ გაამკაცროს მონეტარული პოლიტიკა.

მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ამ ეტაპზე 11%-ს შეადგენს, ინფლაცია კი კვლავ ორნიშნაა.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები